უგემრიელესი ნაზუქის რეცეპტი

უგემრიელესი ნაზუქის რეცეპტიუგემრიელესი ნაზუქის რეცეპტი

ინგრედიენტები
რძე – 750მლ.
კარაქი – 250 გრ.
შაქრის ფხვნილი – 500 გრ.
ქიშმიში – 0,5 ჩ.ჭ
კვერცხი – 5 ცალი
შესქელებული რძე – 0,5 ჩ.ჭ
საფუარი 40 გრ (დაწნეხილი) ან 20-25გრ მშრალი საფუარი
ვანილი, მიხაკი, დარიჩინი და მარილი – გემოვნებით
ფქვილი რამდენსაც შეიზელს (უნდა მოიზილოს ნაზი ცომი)
მომზადების წესი
გავხსნათ თბილ რძეში (ნახევარში) საფუარი+2 ს.კ.შაქარი+100გრ.ფქვილი და დავდგათ გასაფუებლად.

გავთქვიფოთ კარგად კვერცხები და შაქარი, დავამატოთ დანარჩენი ინგრიდიენტები და დარბილებული კარაქი. დავაცრათ დაახლოებით 1კგ ფქვილი, ცოტა ამოვურიოთ და დავასხათ საფუარიანი მასა. მოვზილოთ და თან ვამატოთ ფქვილი იქამდე, სანამ ნაზი ცომის მასა არ მოიზილება.

დავდგათ თბილ ადგილას ამოსასვლელად.

ერთხელ გადავზელთ ამოსულ ცომს, ვაცდით კიდევ ამოსვლას და ამოვიღებთ გუნდებს.
მივცემთ მოგრძო ფორმას, გავაჩერებთ ამოსასვლელედ კიდევ 1 საათით, წავუსვამთ კვერცხის გულს+ცოტა რძეს და გამოვაცხობთ.

ღუმელში 180-200 გრადუსზე ცხვება დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.

ამ რეცეპტით საოცრად გემრიელი ნაზუქი ცხვება და არაფერი აქვს საერთო სურამში გზის პირას გასაყიდად გამოტანილ ,,სუროგატებთან”.