მერიკო გუბელაძე: ,,ეგ ტყვია მხოლოდ ლიბერასტებს ხოცავს და მამენტ, ძაანაც კაი!”

მერიკო გუბელაძე: ,,ეგ ტყვია მხოლოდ ლიბერასტებს ხოცავს და მამენტ, ძაანაც კაი!''ცნობილი კულინარი მერიკო გუბელაძე ფეისბუქში საჭირბოროტო საკითხზე წერს.

,,დათბა, ფანჯრები ჩამოვწიეთ და უფრო შესამჩნევი გახდა ბინძური ჰაერი, მკვლელი ყვითლები და შავი ურჩხული თბილისის თავზე. აყაყანდებიან ახლა ეს ლიბერასტები! მერე რა, რომ ნელ-ნელა ვიცოხებით და ვხოცავთ ბავშვებს, მერე რა, რომ ყველა ქვეყნიდან გასვლას ბახმაროს ეფექტი აქვს ფილტვებზე, მერე რა, მწვანე საფარი არაა ქალაქში, მერე რა, რომ შეუქცევადია ეს პროცესი და ისეთს ვაშავებთ, რომ ვეღარ გამოვასწორებთ. სამაგიეროდ, ყველას მანქანები გვყავს, ხშირ შემთხვევაში 15-20 წლის, დიზელზე, მარცხენა თუ მარჯვენა საჭით, დიზელით თუ სალიარკით, 3 მანქანა ოჯახში. უჭირს ხალხს. მათაც ხომ უნდათ მანქანა. თან ეგ ტყვია მხოლოდ ლიბერასტებს ხოცავს და მამენტ, ძაანაც კაი!” – დაწერა ფეისბუქში მერიკო გუბელაძემ.