“ჯიბღაშვილი გამოუშვეს, ჩემს 22 წლის გოგოს კი 8 წელი მიუსაჯეს” – რას ამბობენ კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულების ოჯახის წევრები

"ჯიბღაშვილი გამოუშვეს, ჩემს 22 წლის გოგოს კი 8 წელი მიუსაჯეს" - რას ამბობენ კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულების ოჯახის წევრებიკლუ­ბებ­ში “ბა­სი­ან­სა” და “გა­ლე­რი­ში” ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის – ქეთი მუ­რუ­სი­ძი­სა და გი­ორ­გი მა­მუ­კე­ლაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი მსა­ხი­ობ ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლის გი­რა­ო­თი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბი­ან.

22 წლის ქეთი მუ­რუ­სი­ძის დედა პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და სა­სა­მარ­თლოს ორ­მაგ სტან­დარ­ტში ადა­ნა­შა­უ­ლებს. რო­გორც მსჯავ­რდე­ბუ­ლის დე­დამ, თე­ო­ნა ტყაბ­ლა­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, მა­შინ, როცა „ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლი 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი ტონა ნარ­კო­ტიკ­ზე გა­რეთ გა­მო­უშ­ვეს, მის 22 წლის გო­გოს “ფრუ­კოს­ზე” არ უნდა წი­რავ­დნენ“.

“22 წლის გოგო ერთი წე­ლია ცი­ხე­ში ზის. ძა­ლი­ან მინ­და სა­მარ­თა­ლი არ­სე­ბობ­დეს. ყვე­ლა­ფერს ალ­ბათ, გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს, მაგ­რამ ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბუ­ლი ყვი­რო­და, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს და­უ­რე­კე, კა­ლა­ძეს და­უ­რე­კე­თო, უამ­რა­ვი ნარ­კო­ტი­კით და­ი­ჭი­რეს და მას 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი გა­რეთ უშ­ვე­ბენ. ახალ­გაზ­რდა, 22 წლის გო­გოს, რო­მე­ლიც ორმა აგენ­ტმა და­ა­მუ­შა­ვა, 43 წლის კა­ცე­ბი მი­უგ­ზავ­ნეს პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან,ტვი­ნი აუ­რი­ეს და 8 წელი მი­უ­სა­ჯეს. ვი­მე­ო­რებ, ჩემს შვილს ორ თუ სამ “ფრუ­კოს­ზე” 8 წელი მის­ცეს. ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული”, – გა­ნა­ცხა­და ტყაბ­ლა­ძემ.

ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლის გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გამო, სა­სა­მარ­თლოს შერ­ჩე­ვით სა­მარ­თალ­ში, კლუ­ბებ­ში – “ბა­სი­ან­სა”და “გა­ლე­რი­ში” ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას და­კა­ვე­ბუ­ლი კი­დევ ერთი პი­რის, გი­ორ­გი მა­მუ­კე­ლაშ­ვი­ლის დედა, მაია ელი­აშ­ვი­ლი ადა­ნა­შა­უ­ლებს.

მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია, თუ რა ნიშ­ნით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც მძი­მე ბრა­ლი ჰქონ­და წარ­დგე­ნი­ლი. რო­გორც ელი­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, მსჯავ­რდე­ბულ მა­მუ­კე­ლაშ­ვილს პრო­კუ­რა­ტუ­რა საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა­საც არ უფორ­მებს.

“ძა­ლი­ან უსა­მარ­თლოდ მო­ექ­ცნენ ჩემ შვილს და ორი ტაბ­ლე­ტი ექ­სტა­ზის გამო მას 8 წელი მი­უ­სა­ჯეს. ტონა ნარ­კო­ტი­კის გამო და­კა­ვე­ბუ­ლი ჯი­ბღაშ­ვი­ლი კი, 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი გა­მო­უშ­ვეს. რო­გორ ფიქ­რობთ, ეს ნორ­მა­ლუ­რია? რა ნიშ­ნით გა­მოყ­ვეს ეს ბიჭი ასე, რომ ტო­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კი ყი­დოს და 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი გა­მო­უშ­ვეს?

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­სა­მარ­თლო მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლია და შერ­ჩე­ვით სა­მარ­თალს აქვს ად­გი­ლი. გა­ხა­რი­ას და­გეგ­მი­ლი სრუ­ლი­ად უაზ­რო სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ტარ­და, ან რო­გორ ჩა­ა­ტა­რეს სა­ერ­თოდ. სპე­ცო­პე­რა­ცი­ას ატა­რე­ბენ, როცა ნარ­კო­გამ­სა­ღებ­ლებს აკა­ვე­ბენ, ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ორი იყოს ასე­თი, და­ნარ­ჩე­ნე­ბი ნარ­კო­გამ­სა­ღებ­ლე­ბი არ არი­ან.

ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში, ეს უსინ­დი­სო­ე­ბი საპ­რო­ცე­სო­ზეც არ მო­დი­ან, იმი­ტომ რომ ზე­ვი­დან არის ბრძა­ნე­ბა, თით­ქოს, პო­ლი­ცია მუ­შა­ობს და ნარ­კო­გამ­სა­ღებ­ლებს აკა­ვებს. სა­ხე­ზეა შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თა­ლი”, – გა­ნა­ცხა­და ელი­აშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ქეთი მუ­რუ­სი­ძე და გი­ორ­გი მა­მუ­კე­ლაშ­ვი­ლი კლუ­ბებ­ში “ბა­სი­ან­სა” და “გა­ლე­რი­ში” ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას და­ა­კა­ვეს. ორი­ვეს სა­სა­მარ­თლომ 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და.

ამბები

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019