ზაზა ბიბილაშვილი: ,,ბედუკაძის გამძუყნავი თენგიზ ნაზღაიძის ავარიით გარდაცვალება, არ მგონია შემთხვევითობა”

ზაზა ბიბილაშვილი: ,,ბედუკაძის გამძუყნავი თენგიზ ნაზღაიძის ავარიით გარდაცვალება, არ მგონია შემთხვევითობა"ზაზა ბიბილაშვილი ფეისბუქსი წერს, რომ არ სჯერა თენგიზ ნაზღაიძის უბედური შემთხვევით გარდაცვალების.

,,რუსეთის აგენტ ვლადიმირ ბედუკაძის გამძუყნავი თენგიზ ნაზღაიძე რომ ავარიაში გარდაიცვალა, მომკალით და, არ მგონია შემთხვევითობა. ,,ავარიაში” მოკლეს რუსებმა მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე. ,,უბედური შემთხვევების” კასკადმა წაიღო სპეცოპერაცია ,,კოდორი 2007″-ის მებრძოლთა დიდი ნაწილის სიცოცხლე ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში (ავტოავარია, წყლის ავზის აფეთქება, უეცარი ავადმყოფობა, თვითმკვლელობა).

რუსული სპეცსამსახურების კლასიკური ხელწერაა. იმ სპეცსამსახურებისა, რომლებიც ისევე თავისუფლად ოპერირებენ დღეს საქართველოში, როგორც კრასნოდარის მხარეში – სანამ რომა შამათავა ციხეში ზის, სუს-ი კი ოპოზიციას დასდევს და კორუფციაში იხრჩობა”.

ავარია 1 მარტს ზემო ეწერში მოხდა.  ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით არის დაწყებული.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019