სკოლის შენობაში მიიმწყვდია, კოცნიდა და სექსუალურად ძალადობდა – რა მოხდა იორმუღალოში

სკოლის შენობაში მიიმწყვდია, კოცნიდა და სექსუალურად ძალადობდა - რა მოხდა იორმუღალოშიიორმუღალოს ერთ-ერთ სკოლაში მეოთხეკლასელ გოგონაზე მეექვსე კლასელმა ბიჭმა სექსუალურად იძალადა. ამის სესახებ პრაიმტაიმი წერს. მათი წყარო ყვება, რომ  ბიჭმა გოგონა გაკვეთილების დაწყებამდე სკოლის შენობაში მიიმწყვდია, კოცნიდა და სექსუალურად ძალადობდა. მოგვიანებით, ატირებულმა გოგონამ შემთხვევის შესახებ მასწავლებლებს მოუყვა, თუმცა სკოლის დირექციას არასრულწლოვანზე შესაძლო სექსუალური ძალადობის შესახებ არც განათლების სამინისტროსთვის უცნობებია და არც სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის.

არასრულწლოვნები ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან. პრაიმტაიმის ინფორმაციით, სკოლის ადმინისტრაციამ მშობლები დაიბარა, თუმცა გოგონას მამამ შვილს „სახელი რომ არ გატყდომოდა“, მომხდარის გახმაურება არ ისურვა.
სკოლის დირექტორმა არასრულწლოვანზე შესაძლო სექსუალური ძალადობის შემთხვევა უარყო, თუმცა დაადასტურა, რომ ბავშვებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
-მშობლები არ დაგვიბარებია, რადგან ისინი ამჯერად სოფელში არ არიან. ეს მოხდა გასულ კვირას. სექსუალურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. სიტყვიერად რაღაც მოხდა. ცემის ფაქტიც კი არ ყოფილა. მეხუთე კლასის მოსწავლე მეოთხე კლასში შევიდა, ბავშვებმა უთხრეს, აქ რა გინდაო,  – განუცხადა “პრაიმტაიმს” სკოლის დირექტორმა.
პრაიმტაიმი