სააკაშვილი: ,,,მე ხაზარაძის ადგილზე მონასტერში წავიდოდი და მოვინანიებდი”

სააკაშვილი: ,,,მე ხაზარაძის ადგილზე მონასტერში წავიდოდი და მოვინანიებდი"საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ფეისბუქში მამუკა ხაზარაძეზე დაწერა:

,,ჩემი პრეზიდენტობის ცხრა წლის განმავლობაში, ჩემი პირადი ქონება პრაქტიკულად არ გაზრდილა, ჩემივე პრეზიდენტობის დროს, [მამუკა] ხაზარაძის ქონება გაიზარდა მინიმუმ ხუთჯერ და ახლა ეს ,,კაცი” სინამდვილეში უმადურია.

მე მადანაშაულებს მის ბიზნესზე ზეწოლაში და ეს იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილი ყველაფერს ართმევს და საკუთარ ჯიბეში მიაქვს. კარგი რა, სამართალეც კარგი საქონელია. მე ხაზარაძის ადგილზე, თუ გადაურჩა დაჭერას, წავიდოდი მონასტერში და მოვინანიებდი უამრავი ხალხის გაუბედურებას და საპრეზიდენტო ,,არჩევნებში” ივანიშვილის მხარდაჭერას”.

მიხეილ სააკაშვილი: ,,ხაზარაძეს არც თავმოყვარეობა აქვს და არც ჭკუა, ძალიანაც ნუ შეგეცოდებათ”

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019