,,რატომ გიხარიათ, ხალხო, კლინიკების გაუბედურება, ისევ სომხეთში უნდა ვირბინოთ გულის შუნტირებაზე?!” – დავით გადელია

,,რატომ გიხარიათ, ხალხო, კლინიკების გაუბედურება, ისევ სომხეთში უნდა ვირბინოთ გულის შუნტირებაზე?!" - დავით გადელია,,რატომ გიხარიათ, ხალხო, კლინიკების გაბანკროტება-გაუბედურება?” – წერს ექიმი დავით გადელია ფეისბუქში და კლინიკების პრობლემებს ეხება.

,,ამ წუთას ვუყურებ 2009 წლის ,,შუა ქალაქს”. სიუჟეტით, ირაკლის სიდედრს სჭირდება გულის შუნტირება, რაც საქართველოში არ კეთდება და საზღვარგარეთ საშინლად ძვირი ღირს.

სულ რაღაც 10 წელიწადში არათუ ეს პრობლემა არ დგას ჩვენს ქვეყანაში, არამედ რეგიონში საუკეთესოები ვართ მედიცინაში! ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამ 10 წელიწადში და შემოსული თანხების უდიდესი ნაწილი კვლავ ინვესტიციის სახით ბრუნდება კლინიკებში (უნდა დამიჯეროთ, რასაც ვამბობ, შესანიშნავად ვიცი ეს სექტორი).
ამ რამდენიმე დღის წინ ფბ-თი გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლინიკები, საერთო ჯამში,  54 მილიონი ლარით დააჯარიმეს. არაფერს ვამბობ იმაზე, რამდენად თანაბარზომიერია სასჯელი გადაცდომასთან შედარებით: ერთი შეხვევის ჩაწერა რომ დაავიწყდეს ექთანს ჟურნალში 25-დან, მთელ 3000 ლარს გიკორექტირებენ (ანუ გართმევენ) და პლუს 10%-ია ჯარიმა.

ყველაფერი ეს, ცხადია, კლინიკის კისერზე გადადის. რატომ გიხარიათ, ხალხო, კლინიკების გაბანკროტება-გაუბედურება (დიდი ჟივილ-ხივილით შეხვდა უმრავლესობა ამ ჯარიმებს), ისევ სომხეთში უნდა ვირბინოთ გულის შუნტირებაზე?!”.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019