ქმარმა მედეა ჯაფარიძეს ციხიდან შეუთვალა, გათხოვდი, შენს თავს უპატრონეო – ,,ჩვენს ოჯახში ამ ქალებზე არ საუბრობდნენ”

ქმარმა მედეა ჯაფარიძეს ციხიდან შეუთვალა, გათხოვდი, შენს თავს უპატრონეო - ,,ჩვენს ოჯახში ამ ქალებზე არ საუბრობდნენ"საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლმა, მსახიობმა გრიგოლ კოსტავამ მეუღლეს, მედეა ჯაფარიძეს ციხიდან წერილი გაუგზავნა, სადაც წერდა, შენც რომ არ დაგიჭირონ, გათხოვდი, შენს თავს უპატრონეო. გრიგოლ კოსტავას ვაჟი, დავით კოსტავა ,,სარკესთან” იგონებს:

-მამამაჩემის პირველი მეუღელე მედეა ჯაფარიძე არ ყოფილა, ის სულ სხვა ქალი იყო და შეუღლებიდან მალე გარდაიცვალა. სახლში გვაქვს მამაჩემის მიერ შესრულებული ძალიან ლამაზი ქალის ფერწერული პორტრეტი. დიდხანს არ ვიცოდი, მხოლოდ მოგვიანებით გავარკვიე, რომ ის ლამაზი ქალი მამაჩემის პირველი ცოლი ყოფილა. ის უდროოდ დაღუპულა…

ჩვენს სახლში ამ ქალებზე არ საუბრობდნენ… შემდგომში მამა და მედეა ჯაფარიძე მარჯანიშვილის თეატრში ერთად მუშაობდნენ და ერთმანეთს პატივისცემით ეპყრობოდნენ.

სარკე

ქმარმა მედეა ჯაფარიძეს ციხიდან შეუთვალა, გათხოვდი, შენს თავს უპატრონეო - ,,ჩვენს ოჯახში ამ ქალებზე არ საუბრობდნენ"