,,ქართველი ვაჟკაცები 80 ლირად აქ უთოზე დგანან, რა დღეში ჩააგდეთ ქართველი ვაჟკაცები, დედები…”

,,ქართველი ვაჟკაცები 80 ლირად აქ უთოზე დგანან, რა დღეში ჩააგდეთ ქართველი ვაჟკაცები, დედები..."თურქეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ქალი ფეისბუქში თავისი თანამემამულეების უცხო მიწაზე ცხოვრებას აღწერს და წერს:

,,ყოველგვარი მოსალმების გარეშე მივმართავ საქართველოს მთავრობას: ეს რა დღეში ჩააგდეთ ქართველი დედები, ქართველი ვაჟკაცებ, ქართველი მანდილოსნები. ნუთუ ნამუსი ოდნავად არ გაწუხებთ, ნუთუ სინდისი საერთოდ დაკარგეთ. არასდროს გიყურებიათ ქართული ფილმებისთვის, ნუთუ არასდროს წაგიკითხავთ ისტორია.

დღეს ჩვენი დედები, ჩვენი ძმები, ჩვენი დები თავიანთი ფეხით მოდიან აქ სამუშაოდ და ვაჟკაცურად დგანან, რომ არჩინონ ოჯახები.

ზოგი სამუშაოს იხვეწება, ყველაფერზე მზადაა, მწოლიარეს მოუაროს 3000 ლირაში. ვეტერანი ბიჭები საქართველოს გულისთვის ტყვიას არ ერიდებოდენ, იარაღით იდგნენ, ახლა აქ უთოზე დგანან დღეში 80 ლირად, რომ ოჯახები არჩინოს. 19-დან 22 წლამდე ბავშვები მუშაობენ, რომ სწავლის ფული დაგროვონ. თქვენ მოკალათებულები ხართ კაბინეტებში, თქვენი შვილები აქ დასასვენებლადაც კი არ ჩამოდიან. შეგირცხვეთ ნამუსი, თუკი გაგაჩნიათ”.