,,პორნოს ბმული გავუგზავნე მათიკაშვილს, მიიღო, გადმოქაჩა და უყურა”-ზურაბ ჯაფარიძე

,,პორნოს ბმული გავუგზავნე მათიკაშვილს, მიიღო, გადმოქაჩა და უყურა”-ზურაბ ჯაფარიძე,,გირჩის”ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ უმრავლესობის დეპუტატს, დავით მათიკაშვილს პორნო ბმული გაუგზავნა, მან კი საყურებლად ჩამოტვირთა.

,,გუშინწინ რომ დეპუტატებს პორნოს ბმული გავუგზავნე, აგერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ არა მხოლოდ მიიღო ეს ბმული, არამედ .. wait for it … გადმოქაჩა და უყურა. ანუ ვაზუსტებ: იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ოფიციალურ, პარლამენტის ელ. ფოსტის მისამართზე მიიღო ბმული სათაურით – ,,პოლიტიკოსის ჯგუფური სექსი’’, რის შემდეგაც დააჭირა ჩამოტვირთვის ღილაკს და ჩაუჯდა საყურებლად.

მტკიცებულება – სქრინზე პირველი ხაზი.

ჰოდა, იმ ხალხს რისთვის სვამენ 4-დან 8 წლამდე?” – წერს ზურაბ ჯაფარიძე