ფადი ასლი: ,,ივანიშვილმა შეიძლება ვინმე მომიგზავნოს და მომკლას”

ფადი ასლი: ,,ივანიშვილმა შეიძლება ვინმე მომიგზავნოს და მომკლას"საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ ,,რუსთავი 2″-ის ეთერში საფრთხეებზე ისაუბრა.

-ბიზნესორგანიზაციების ხელმძღვანელებითუ  ალაპარაკდებიან, ისინი დაისჯებიან ისე, როგორც მაგალითად, მე. ისინი გაირიყებიან. მათი ბიზნესი დაზარალდება. სრული პარალიზება მოხდება, მაგრამ, როცა თანხმდები, გახდე ბიზნესორგანიზაციის ხელმძღვანელი, შენს თავზე იღებ პასუხისმგებლობას, რომ ილაპარაკო. მე სწორედ ამას ვაკეთებ.

როგორ ფიქრობთ, ჩემს ბიზნესზე არ აისახება ეს? მე შევაჩერე ჩემი ბიზნესსაქმიანობა საქართველოში. მთავრობიდან მე არავინ მესაუბრება და დიახ, შეიძლება, ბატონმა ივანიშვილმა ვინმე მომიგზავნოს, რომ ქუჩაში მცემოს ან მომკლას. შეუძლიათ, მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა დამიმონტაჟონ. სახლში ან ოფისში ნარკოტიკული საშუალებები ჩამიდონ და ნარკოდილერად გამომაცხადონ. მათ ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლიათ და მე ეს რისკები გააზრებული მაქვს, მაგრამ ჩემი პასუხისმგებლობა, დავიცვა ჩემი ორგანიზაციის წევრები, ამ რისკებზე მაღლა დგას,- განაცხადა ფადი ასლიმ.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019