,,მე არც კაცი ვარ და არც ქალი, არაბინალური ადამიანი ვარ” – სემ სმიტი

,,მე არც კაცი ვარ და არც ქალი, არაბინალური ადამიანი ვარ" - სემ სმიტიინგლისელმა მომღერალმა სემ სმიტმა მსახიობ ჯემილა ჯამილთან გენდერულ იდენტობებზე ისაუბრა.

– მე არც ქალი ვარ და არც კაცი. ვფიქრობ, რომ სადღაც შუაში ვტივტივებ. ყოველთვის არსებობდა მცირედი ბრძოლა ჩემს სხეულსა და ჩემს გონებას შორის. ხანდახან როგორც ქალი ისე ვფიქრობ და საკუთარ თავს ვეკითხები: ,,მინდა სქესის შეცვლა?, – თქვა სემ სმიტმა.

არაბინარული ადამიანები თავს არც ერთ გენდერს არ მიაკუთვნებენ, ისინი არ იდენტიფიცირდებიან როგორც კაცები ან ქალები.

-როდესაც გავიგე სიტყვები არაბინარული და გენდერქვიარი, მათ შესახებ წავიკითხე და ამ ხალხის  საუბარსაც მოვუსმინე, ჩემს თავს ვუთხარი, ჯანდაბა, ეს მე ვარ, – თქვა სემ სმიტმა.

რეიტინგი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019