,,ხაშურის ტყეები მიაქვთ ოკუპანტებს, უზარმაზარი ტერიტორია! იყვირეთ ჩვენთან ერთად!” – ლაშა ბერულავა

,,ხაშურის ტყეები მიაქვთ ოკუპანტებს, უზარმაზარი ტერიტორია! იყვირეთ ჩვენთან ერთად!" - ლაშა ბერულავახაშურის რაიონში ჩორჩანას ტყეში, დაახლოებით იქ, სადაც 2 დღის წინ ადგილობრივებმა რუსეთის მესაზღვრეები შენიშნეს, გუშინ ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” პატრულირებაზე გავიდა.

მოძრაობის წევრები ყვავილების დასაკრეფად ტყეში გასულ ქალებს მთელ პერიმეტრზე აკვირდებოდნენ. მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით ადგილობრივები ამ პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიურად კრეფენ ტყეში ყოჩივარდებს. მათი განცხადებით, ყვავილების ბიზნესი მათთვის ცხოვრების ერთ-ერთი წყაროა, რომელიც რუსი ოკუპანტების ყოფნის გამო მოისპო. დღეს მათ საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები არ შეხვედრიათ.

“მონიშნული აქვთ ტყე, რაც გვეკუთვნოდა ჩვენ, მონიშნეს რუსებმა. ვერ მივდივართ ხალხი. შიშით ვკრეფთ და თან აქეთ-იქით ვიყურებით,”-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი მალხაზ ძაბახიძე.

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა წერს:

,,შარშან ზაფხულში ვყვიროდით, ყარაფილასთან ავტობანის პარალელური გზა გაჰყავთ ოკუპანტებსო და ერთ ყურში შევუშვით, მეორიდან გამოვუშვით. შედეგად – ოკუპანტთა ბაზები მოკლე გზით, ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიის გავლითაა დაკავშირებული…

ახლა ვყვირით: ამგვარი მონიშვნებით სავსეა ხაშურის თავზე ტყეები, ეს წაღვლის ტყეა, წაღვლი ხაშურის მუნიციპალიტეტში შედის, მიაქვთ ეს ტყეები, უზარმაზარი ტერიტორია მიაქვთ, გესმით თქვენ?

პოლიციამ ეს იცის, ხელისუფლებამ ეს იცის, მაგრამ პოლიტიკური ნება არაა ხმის ამოღების, მხოლოდ იმის ნებაა, რომ ჩვენ არ მიგვიშვან, არ გადაგვაღებინონ, არ გაგვახმაურებინონ, დაგვაბოლონ, რომ მეტყევეები დადიან რუსული პულვილიზატორებით და ტყეში ხეებს ნიშნავენ…

ჩვენ კი ჯიუტად ვიწევთ, არ ვინდობთ მანქანებს, არ ვიზარებთ 10 კილომეტრიან გადარბენებს, ვწვალობთ გადაღებებზე, ვიღებთ კოორდინატებს, ვრთავთ ლაივებს და თქვენამდე მოგვაქვს, გაგებინებთ და გეუბნებით, ადამიანებო, ქართველებო, თვითონ პოლიციელები არიან გაოგნებული, იმ დონის ღალატთან გვაქვს საქმე და ეს ამბავიც მერე გახდება ალბათ აშკარა, ჩვენ კიდევ არ ვართ ბევრნი და რა გავაკეთოთ, ეს ოხერი, რამდენად გავიყოთ, როგორ გადავეფაროთ ამხელა მიწას თხუთმეტიოდე კაცი და ამოიღეთ რა, ხმა, თქვენი ხმაა აქ გადამწყვეტი, თორემ უბედური შემთხვევების მეტი რა ხდება, აქამდე ფეხი დაგვიცდებოდა და სადმე ხევში გადავიჩეხებოდით, საჭესთან ჩაგვეძინებოდა და ხეს შევასკდებოდით, ატოცის სახლში გაზი დაგვრჩებოდა ღამით და ვერ გავიღვიძებდით და რა ვიცი, კიდევ რა ჯანდაბა…

ატოციდან შორსაა ჩემი სახლი და ვერავინ წამართმევს, მაგრამ ყველას გვართმევენ ამ ქვეყანას და გადამთიელები კი არა, ჩვენი სისხლი და ხორცი გვართმევს, რადგან გვაჩუმებს, ხელს გვაფარებს და გვეუბნება, რომ კი, მართალი ხარ, გვჟიმავენ, მაგრამ ნუ დაიყვირებ, მოდუნდი და სიამოვმება მიიღეო…

იყვირეთ თქვენც ჩვენთან ერთად, თორემ ზემოთჩამოთჳლილი შემთხვევებიდან რომელიმე რომ მოგვივა, მერე, ბოდიში და, რა თავში ვიხლით მაგ დამწუხრებულ სმაილებს და რა პატრიოტი დავკარგეთ ფრაზებს?!”.

,,ძალა ერთობაშია” ყველას სთხოვს, გააზიარონ ეს ინფორმაცია, რომ ამ პრობლემაზე ვინმემ ხმა ამოიღოს.

,,ხაშურის უზარმაზარი ტყის მასივი ოკუპირებულია!” – დავით ქაცარავა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019