ჯაბა კამლაძე: ,,გამომიცხადა, რომ ქალიშვილი არ იყო… ვფიქრობდი, გამეგრძელებინა ურთიერთობა თუ არა”

ჯაბა კამლაძე: ,,გამომიცხადა, რომ ქალიშვილი არ იყო... ვფიქრობდი, გამეგრძელებინა ურთიერთობა თუ არა"სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალების” გმირების, ზაზას და ქითის მიმართ საზოგადოების ინტერესი არ ცხრება. ნაწილი ფიქრობდა, რომ ზაზა ქეთის ღალატს აპატიებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ერთ-ერთი მაყურებელი ჯაბა კამლაძე ამ თემას საინტერესო ისტორიით ეხმაურება:

,,ზაზას და ქეთის ისტორიას რომ ვუყურებ, ჩემი ისტორია მახსენდება. წლების წინ, როცა ძალიან ბნელი და მენტალურ ტყვეობაში მყოფი ადამიანი ვიყავი, ჩემმა ყოფილმა გამომიცხადა ერთ დღეს, რომ ქალიშვილი არ იყო. ადვილი წარმოსადგენია, იმ მენტალობის ადამიანისთვის როგორი რთული მისაღები იყო ეს. მთელი ღამე ვფიქრობდი, გამეგრძელებინა ურთიერთობა თუ არა.

საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ წარსულზე ეჭვიანობა გოიმობა იყო,რაც წლების ურთიერთობების გამოცდილებამაც დამიდასტურა. შერიგება პათეტიკური გამოვიდა, თავიდან იყპ ბრაზი, საყვედურები, ცრემლები დაახლოებით ბრაზილიურ-კავკასიური მიქსით.

ძალიან ლამაზი და განათლებული ქალია. საზოგადოებაში მასთან ერთად ყოფნა მეამაყებოდა. გარდა ამისა – დაუვიწყარი წუთები, პარკებში სეირნობა. ის დარჩა ჩემთვის იმ ქალად, რომელთანაც დაბრუნება ყოველთვის სასიამოვნო იქნება. ამ გადმოსახედიდანაც ვფიქრობ, რომ მაშინ სწორი გადაწყვეტილება მივიღე და არც ერთი წუთით არ ვნანობ ამას.
პ.ს. პოსტის სათქმელი მენტალური პრობლემებია. არ ვამბობ, პარტნიორს აპატიეთ ღალატი, თუმცა ნურც ღრმა წილხვედრულ გარემოს შექმნით, სადაც ის, რაც კაცს ეპატიება, ქალს – არა”.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019