ინგა გრიგოლია: ,,ამ ბროშს ხვალ მივიბნევ პიჯაკზე”

ინგა გრიგოლია: ,,ამ ბროშს ხვალ მივიბნევ პიჯაკზე"ინგა გრიგოლიას ზუსტად ისეთი ბროში აჩუქეს, როგორიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ინტერვიუს დროს ეკეთა.

,,გუშინდელი ინტერვიუს სამახსოვრო  გამიკეთა ნინო არაზაშვილმა. თვალი ჰგავს? ჰგავს. პრეზედენტისას წააგავს და ხვალ მივიბნებ პიჯაკზე. მადლობა, ნინაჩკა!”, – დაწერა ინგა გრიგოლიამ.

როგორც გაირკვა, ზურაბიშვილს ბრენდ „ალანის“ ბროში ეკეთა.

„ზოგადად “ALAN”-ი არის ქართული ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი. ყველა ბროშს ლალი ალანი (აფხაზი, სოხუმიდან) ამზადებს. ქალბატონ სალომეს ჩვენ გავუგზავნეთ ეს ბროში საჩუქრად და ძალიან გაგვიხარდა, როდესაც სრულიად მოულოდნელად ვიხილეთ ინგა გრიგოლიასთან საკუთარ დაბადების დღეზე სტუმრობისას რომ ეკეთა ჩვენი ნემსიყლაპია. ის ძალიან გემოვნებიანი ადამიანია და ძალიან გაგვიხარდა, რომ მოიწონა. ბროშისთვის გამოყენებულია – სადაფის ფრთები, კრისტალები, სვაროვსკის თვლები და ნატურალური სხვა ბევრი ქვა”, – აღნიშნა პრაიმტაიმთან ბრენდის წარმომადგენელმა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019