გიგი უგულავა: ,,ზურაბიშვილი გვეყოლება გასაკოჭი, რას ბჟუტურობს, თვითონაც არ იცის”

გიგი უგულავა: ,,ზურაბიშვილი გვეყოლება გასაკოჭი, რას ბჟუტურობს, თვითონაც არ იცის",,სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი გვე­ყო­ლე­ბა „გა­სა­კო­ჭი“, ოღონდ ლინგვის­ტუ­რი თვალ­საზ­რი­სით, რომ ასე­თი სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი არ ილა­პა­რა­კოს”, – ამის შე­სა­ხებ „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა გიგი უგუ­ლა­ვამ ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

გიგი უგუ­ლა­ვამ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ბოლო პე­რი­ო­დის გან­ცხა­დე­ბე­ბი შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი არის ქვეყ­ნის სირ­ცხვი­ლი და მომ­დევ­ნო 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნას „ამ სირ­ცხვი­ლის ატა­ნა“ მო­უ­წევს.

უგუ­ლა­ვას შე­ფა­სე­ბით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ტკბი­ლი სი­ბე­რე მო­ი­წყო და მას ქვე­ყა­ნა­ზე არა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებს.

„სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის ფორ­მა­ლუ­რი პრე­ზი­დენ­ტი, მაგ­რამ ჩვე­ნი სა­ერ­თო სირ­ცხვი­ლია. ჩვენ მოგ­ვი­წევს ამ სირ­ცხვი­ლის ატა­ნა მომ­დევ­ნო 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ჩვე­ნი, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ამო­ცა­ნა უნდა იყოს მი­ნი­მუმ­ზე და­ვიყ­ვა­ნოთ ის ზი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ სირ­ცხვილ­მა შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვა­ყე­ნოს ჩვენ, რო­გორც ქვე­ყა­ნას.

პირ­ვე­ლი­ვე ვი­ზი­ტი­დან იყო სკან­და­ლი და ინ­ტრი­გა. ვგუ­ლის­ხმობ, აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს. ეს ლინგვის­ტუ­რი თუ მენ­ტა­ლუ­რი პრობ­ლე­მის გამო იყო, არ ვიცი, მაგ­რამ გა­ნა­პი­რო­ბა ბევ­რი კი­თხვა. ის, რაც არის ოფი­ცი­ა­ლუ­რი 90-იანი წლე­ბი­დან და რა ხა­ზიც აქვს ჩვენს მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა დის­კუ­სი შეს­თა­ვა­ზა. სი­ტყვა „ოკუ­პა­ცია“ გა­მო­ი­ყე­ნა უად­გი­ლოდ. ამან ცუდი რე­აქ­ცია და დაბ­ნე­უ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია. ყვე­ლას ეს­მის, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი არ არის ის ფი­გუ­რა, რო­მე­ლიც რა­ღა­ცას წყვეტს ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ ის არის ფორ­მა­ლუ­რად პრე­ზი­დენ­ტი.

ჟარ­გონს გა­მო­ვი­ყე­ნებ, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი გვე­ყო­ლე­ბა „გა­სა­კო­ჭი“, ოღონდ ლინგვის­ტუ­რი თვალ­საზ­რი­სით, რომ ასე­თი სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი არ ილა­პა­რა­კოს. ჩვენ მე­გობ­რებ­სა და პარტნი­ო­რებს უნდა ვუ­თხრათ, რომ ერთ ყურ­ში შე­უშ­ვან და მე­ო­რე­დან გა­მო­უშ­ვან, იმი­ტომ, რომ რას ბჟუ­ტუ­რობს, თვი­თო­ნაც არ იცის.

იმ შუ­ბებ­სა და მსგავს სი­სუ­ლე­ლე­ებ­ზე აღა­რა­ფერს ვი­ტყვი – რო­დის გავ­ხდით ცხო­ვე­ლე­ბის დამ­ცვე­ლე­ბიო, რო­დე­საც თქვა. ყო­ვე­ლი მისი სუნ­თქვა უკვე შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ხდე­ბა ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფე­ბის­თვის,“ – გა­ნა­ცხა­და გიგი უგუ­ლა­ვამ.

ამას­თან, „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე პო­ზი­ცი­ის არარ­სე­ბო­ბის გა­მოც გა­აკ­რი­ტი­კა.

„შუ­ბა­ზე შე­უძ­ლია პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­როს და მო­სა­მარ­თლე­ებ­ზე არა? ადა­მი­ან­მა მო­ი­წყო თბი­ლი სი­ბე­რე. და­ვარ­ქვათ ყვე­ლა­ფერს სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი. ორი ფუნ­ქცია აქვს პრე­ზი­დენტს დარ­ჩე­ნი­ლი, ერთი შე­წყა­ლე­ბა, მე­ო­რე მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბის. ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­და და თქვა, რომ ორი­ვე მთავ­რო­ბამ მო­ამ­ზა­დოს, მე მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რად მო­ვა­წერ ხელ­სო. ანუ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას პო­ლი­ტი­კურს და სა­მარ­თლებ­რივს არ ავი­ღე­ბო. ეს ნიშ­ნავს, რომ უფუნ­ქციო ვარ, უნდა ვი­სე­ირ­ნო შუ­ბით, ვი­ა­რო და ვი­ლა­პა­რა­კო სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯზე და მო­ვი­წყო ტკბი­ლი სი­ბე­რე და რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი არ მა­ინ­ტე­რე­სებ­სო.

აბა, რაში გვინ­და ჩვენ პრე­ზი­დენ­ტი? – იმის­თვის ხომ გვინ­და, რომ რო­დე­საც უჭირს მო­ქა­ლა­ქე­ებს, გვერ­დში და­უდ­გეს. კი ბევ­რი ფუნ­ქცია არ აქვს, მაგ­რამ დარ­ჩა მთა­ვა­რი ფუნ­ქცია და თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის ად­ვო­კა­ტი უნდა იყოს.

თუ არა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებს, კი ბა­ტო­ნო ია­როს შუ­ბით და სი­სუ­ლე­ლე­ებს მა­ინც ნუ ილა­პა­რა­კებს. შე­ვე­გუ­ოთ, რომ ხარ­ჯი გა­წე­უ­ლია და ეს 6 წელი ზა­რა­ტუსტრას ლე­ში­ვით უნდა სა­ქარ­თვე­ლომ და ქვე­ყა­ნამ ვა­ტა­როთ.

მე პი­რა­დად არა­ფერს და სა­სი­კე­თოს არ ვე­ლო­დე­ბი მის­გან“, – გა­ნა­ცხა­და გიგი უგუ­ლა­ვამ.

ამბები.ჯი