ბრიტანეთში პირველი 3D ზებრა დახაზეს – ყველა ამუხრუჭებს

ბრიტანეთში პირველი 3D ზებრა დახაზეს – ყველა ამუხრუჭებსე.წ. ზებრაზე გადასვლა ფეხით მოსიარულეებისთვის თითქმის ყოველთვის ყურადღების დაძაბვას მოითხოვს და სანერვიულოა, რადგან უსაფრთხო არ არის. მძღოლები ხშირად არ ამუხრუჭებენ. ფეხით მოსიარულეს კი ჰგონია, რომ ზებრაზე შეუძლია, თამამად გადავიდეს, რადგან მძღოლი ვალდებულია, გაატაროს და სწორედ ამის გამო უბედური შემთხვევები ხდება.

ბრიტანეთში ამ პრობლემის გადაჭრას 3D-ზებრით ცდილობენ. ეს არის ერთგვარი ოპტიკური ილუზია, რომელიც გზაზე დალაგებული ფილების ასოციაციას ქმნის.

თუ 12-თვიანი დაკვირვებით ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოება გაიზრდება, მსგავს ზებრებს მთელ ქვეყანაში მოაწყობენ.

ზებრა ადგილობრივი სკოლის დირექციის მოთხოვნით დახაზეს, რადგან ავტოსაგზაო უსაფრთხოება ამ ადგილში დაცული არ იყო.

ინფოფოსტალიონი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019