ავსტრიაში გია ყანჩელს მთელი დარბაზი ფეხზე წამოუდგა – ვიდეო

ავსტრიაში გია ყანჩელს მთელი დარბაზი ფეხზე წამოუდგა - ვიდეოკომპოზიტორ გია ყანჩელის მუსიკის თაყვანისმცემლებს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში საშუალება მიეცათ, მოესმინათ მისი ცნობილი ნაწარმოები „სტიქსი“.

მიხეილ მენაბდემ, რომელიც დარბაზში იმყოფებოდა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორი აპლოდისმენტებით აჯილდოებენ მაესტროს.

,,დღეს Musikverein Wien ოქროს დარბაზში შედგა გია ყანჩელის ,,სტიქსის” ვენური პრემიერა. 20 წლის წინ, თბილისური პრემიერის შემდეგ, ახლა უკვე ვენაში მქონდა ბედნიერება, დავსწრებოდი ამ საოცარ საღამოს. ბატონი გია ყანჩელის დახმარებით მომეცა საშუალება, პირადად გავცნობოდი არაჩვეულებრივ მაესტროს, ანდერი ბორეიკოს და თვალი მედევნებინა მისი და ვენის რადიოს ორკესტრის რეპეტიციებისთვის. ეს ბედნიერება დიდხანს გამყვება! დღეს კიდევ ერთხელ დაიპყრო გია ყანჩელმა მსოფლიო მუსიკის მექად წოდებული ვენა! დიდი მადლობა ამ ზეიმისთვის, უსაყვარლესო ბატონო გია!”, – დაწერა მიხეილ მენაბდემ (ქვემოთ იხილეთ ვიდეო).

Bravo Gia Kancheli!!!!!!

Gepostet von Mikheil Menabde am Donnerstag, 14. März 2019