თამთა ჯანჯღავას პიკასოს მკვლელობის მცდელობისთვის 8 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

თამთა ჯანჯღავას პიკასოს მკვლელობის მცდელობისთვის 8 წლიანი პატიმრობა შეეფარდაჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრის, ირაკლი ნოზაძის, იგივე პიკასოს მკვლელობის მცდელობის ბრალდების საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით: „2019 წლის 12 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრის ირაკლი ნოზაძის მიმართ განხორციელებულ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულების თ. ჯ.-სა და ნ. თ.-ს მიმართ.

სასამართლომ ბრალდებული თ.ჯ. დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მცდელობაში და მას სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდების საქმეზე ნ.თ.-ს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

საქმის არსებითად განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ბრალდებულების მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, 2018 წლის 25 ივნისს, ვალის დაუყოვნებლივი დაბრუნების მოთხოვნით გაღიზიანებულმა თ.ჯ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით გულ-მკერდის, მარჯვენა ლავიწ ქვეშა არეში დანით ჭრილობები მიაყენა ირაკლი ნოზაძეს, რომელსაც დაუზიანდა არტერია. შემდგომ, თ.ჯ.-მ მეგობარ ნ.თ.-სთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი”.

2018 წლის 29 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მომღერალ ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულ ორ ქალს პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლო სხდომაზე მომღერლის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულმა თამთა ჯანღავამ თქვა, რომ მას ირაკლი ნოზაძის მოკვლა არ უნდოდა.

მომღერალი ირაკლი ნოზაძე, რომელიც 25 ივნისს, საღამოს, წერეთლის გამზირზე ცივი იარაღით დაჭრეს, საავადმყოფოდან 30 ივნისს გაწერეს.

ნოზაძის დაჭრის საქმეზე შსს-მ ორი ადამიანი დააკავა, რომლებსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019