შალვა ნათელაშვილი: ,,მომავალი თაობა საფლავებზე დაგვაფურთხებს”

შალვა ნათელაშვილი: ,,მომავალი თაობა საფლავებზე დაგვაფურთხებს"ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს, რომ ამ წუთებში ჟენევაში წყდება აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონზე რუსეთისათვის სატრანზიტო გზების გახსნის საკითხი სომხეთ-ირანისათვის.

,,უდიდესი ბოდიში ყველასთან, მაგრამ მგონია, რომ მთელი ერი ჭკუიდან შევიშალეთ. ამ წუთშიც კი ჟენევის მოღალატეობრივ საიდუმლო სერობაზე წყდება აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონზე რუსეთისათვის სატრანზიტო გზების გახსნის საკითხი სომხეთ-ირანისათვის, რაც აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ საბაჟო სუბიექტებად აღიარებისა და სუვერენიტეტის ცნობის ტოლფასია.

ამ დროს მთელი სატელევიზიო სივრცე დაკავებულია პორნო-ფირების გავრცელების, ფოფხაძის და მსგავსთა მისთა უმრავლესობიდან გასვლა-არგასვლის, აგრეთვე ვინმე ქადაგიძის ფაკულტეტის დეკანობიდან გაშვების საკითხებით.

სირცხვილი და კიდევ სირცხვილი! იმედია, ღირსეული მომავალი თაობა საფლავებზე ღირსეულად დაგვაფურთხებს.

P.S. ამ ტრაგედიაზე კი ჩემი განცხადება გააშუქა მხოლოდ ,,რუსთავი 2″-მა, ისიც 15 საათიანში სულ ბოლოს. დანარჩენი ყველა ტელევიზია კი საქართველოსთვის სრულიად გარდაცვლილია. ვაი, თქვენს პატრონს და ქვეყნის პატრონსაც, რა თქმა უნდა, თუ არსებობს ასეთი”, – წერს შალვა ნათელაშვილი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019