,,სასტიკად დასახიჩრებული ბავშვი სისხლში ცურავდა, აბაზანაში ჩაუწვენია…” – რუსთავში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები

,,სასტიკად დასახიჩრებული ბავშვი სისხლში ცურავდა, აბაზანაში ჩაუწვენია..." - რუსთავში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალებირუსთავში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. ბიძამ, ვალერი ირემაძემ  13 წლის ძმისშვილი, გოგიტა ირემაძე სასტიკად მოკლა.

-მეუბნებოდა, მოჩვენებები მაქვს, სულები მეჩურჩულებიანო, ვიღაცების მოკვლა უნდოდა, არ მასვენებენ, მითვალთვალებენო, – ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ვალერი ირემაძის მეგობარი დავით ქობულაძე. დაჩეხილი ბავშვი პირველად სწორედ დავით ქობულაძემ ნახა.

-სასტიკად დასახიჩრებული სისხლში ცურავდა. აბაზანაში ჩაუწვენია… წაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო… გოგიტას მშობლები დაშორებულები არიან. ბავშვი ბაბუასა და ბიძასთან იზრდებოდა. მამა საზღვარგარეთ იყო სამუშაოდ წასული. ბიძამისს ძალიან უყვარდა და სულ ზრუნავდა მასზე. სკოლაში დაჰყავდა, უვლიდა. ის ავად იყო. ეს საშინელება ამიტომ დატრიალდა… ძალიან არეული იყო. მეუბნებოდა, მოჩვენებები მაქვს, სულები მეჩურჩულებიანო. ვიღაცების მოკვლა უნდოდა. არ მასვენებენ, მითვალთვალებენო, – აცხადებს დავით ქობულაძე.
კვირის პალიტრა