ფრთხილად: თაღლითები ბავშვებზე ნადირობენ!

ფრთხილად: თაღლითები ბავშვებზე ნადირობენ!ქეთევან კილაძემ ,,იმედის” გადაცემა ,,დღის შოუში” ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რომლებიც ბავშვებს ემუქრებათ. ამერიკული კვლევების თანახმად, თაღლითებმა გეზი ბავშვებისკენ აიღეს. პატარებს პირად ინფორმაციებს სძალავენ და ამით მანიპულირებენ.

-თაღლითები მაქსიმალურ ინფორმაციას იგებენ ბავშვების შესახებ, რას უყურებენ, რა მოსწონთ, ამით ადვილად შედიან კონტაქტში, მათ ნდობას იმსახურებენ. მერე სთავაზობენ რომელიმე თამაშს, ეუბნებიან, სასწრაფოდ მამაშენის ან დედაშენის რეკვიზიტები მოგვეცი, სადაც მოგებული ფული ჩაგერიცხებათო, იგებენ სახლის მისამართებს და ა.შ.

შეიძლება გადმოატვირთინონ ჰაკერული ვირუსულ პროგრამა. ეუბნებიან, შედი ამ პროგრამაზე და ნახე, რა იქნება. ბავშვები შედიან ამ პროგრამაში და  თაღლითების წინ მთელი კომპიუტერული სისტემაა, ყველაფერს ხედავენ, – აღნიშნა ქეთევან კილაძემ.

ის ბავშვების მშობლებს ურჩევს, თუ მაქსიმალურ კონტროლს ვერ ახერხებენ, შვილებს ,,იუთუბზე” კომენტარების სისტემა მაინც გაუთიშონ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019