მოდის ვარსკვლავი დღეს ქუჩაში მოწყალებას ითხოვს

მოდის ვარსკვლავი დღეს ქუჩაში მოწყალებას ითხოვს80-იანი წლების ბოლოს მოდის ინდუსტრიაში ესპანელ ლამაზმანს, ნასტასია ურბანოს ყველა იცნობდა. 1988 წელს პარფიუმ ,,ოპიუმის” სახე გახდა. ლამაზმანმა ლინდა ევანგელისტა შეცვალა.

გავიდა დრო და ყოფილი სუპერ მოდელი, რომლის ფოტოებიც ამშვენებდნენ ჟურნალ ,,ვოგის”  გარეკანს, ქუჩაში აღმოჩნდა. ამჟამად ნასტასი 57 წლისაა, მოწყალებას ითხოვს მშობლიური ბარსელონას  ქუჩებში, ღამეს ბანკის ფოიეში ათევს. იქ, სადაც ხელმისაწვდომია სადღეღამისო ბანკომატით სარგებლობა. ზოგჯერ რომელიმე ახლობლებიც მისცემს ღამის გასათევს.

ურბანს უყვარს მეფური ყოფის და დაუვიწყარი ფუფუნების გახსენება: ,,ოდესღაც ცხოვრების რჩეული ვიყავი. 20 წლის ასაკში დავიპყარი ევროპის პოდიუმი და ამერიკის შეერთებულ შტატებში გავემგზავრე. ჩემთან კონტრაქტი გააფორმა ნიუ იორკის ცნობილმა სააგენტო ,,ფორდ მოდელმა”. ნამდვილ ზღაპარში ვცხოვრობდი. ერთ დღეს ვსადილობდი ჯეკ ნიკოლსონთან, მეორე დღეს – ენდი უორჰოლთან. საფრანგეთში მიმიწვია რომან პალანსკიმ, ლოს ანჯელესში ვერთობოდი მელანი გრიფიტთან და დონა ჯონსონთან. საიმონი და გარფანკელი ჩემთვის მღეროდნენ!”.
მოდელი მიწვეული იყო მადონასა და შონ პენის ქორწილში.

მოდის ვარსკვლავი დღეს ქუჩაში მოწყალებას ითხოვსკარიერის პიკში შეხვდა მამაკაცს, რომელმაც მაშინვე დაიპყრო მოდელის გული. ,,ნაცნობობის მეორე დღესვე გამომიცხადა, რომ სჭირდებოდა უკანასკნელი მოდელის ,,ბეემვე”. მეც სულელმა მაშინვე გამოვუწერე ჩეკი”, – იხსენებს ნასტასია.

ამ კაცს ცოლად გაჰყვა, გააჩინა ორი შვილი და იძულებული გახდა, მიეტოვებინა კარიერა. ქმარი არსად მუშაობდა, მხოლოდ ფლანგავდა ცოლის ფულებს. როდესაც ყველანაირი სახსრები გამოელიათ, მან ცოლ-შვილიც მიატოვა: ,,აღარაფერი მქონდა დარჩენილი ტანისამოსის გარდა, რაც ტანზე მეცვა. სახლის გადასახადებს ვეღარ ვიხდიდი და გამომასახლეს ბინიდან”.

ურბანო არ ეკონტაქტება შვილებს, რადგან რცხვენია თავისი მდგომარეობის.

,,დავიღალე, მინდა ვიცხოვრო და არა ვიცოცხლო. ვოცნებობ ვაჩვენო ჩემს შვილებს, რომ ყველაფერი კარგად მაქვს, მინდა, რომ იამაყონ ჩემით”, – ამბობს ყოფილი მოდელი.

მშობლები.ჯი