ამერიკაში სიცივისგან გაყინული კატა გააცოცხლეს

ამერიკაში სიცივისგან გაყინული კატა გააცოცხლესკატა, რომელიც ამერიკულ შტატ მონტანაში სიცივისგან გაყინული იპოვეს, გამოცოცხლდა და თავს კარგად გრძნობს. 31 იანვარს კატა სახელად ფლაფი პატრონებმა თოვლში იპოვეს. ქუჩაში ამ დროს მინუს 12 გრადუსი იყო. პატრონებმა მაშინვე წაიყვანეს კატა ვეტერინარებთან.

რამდენიმე დღის შემდეგ საავადმყოფომ გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ კატა გაცოცხლდა.

ამერიკის შეერთებული შტატების შუა დასავლეთის რეგიონებს პოლარული გრიგალი იანვრის ბოლოსკენ დაატყდა თავს. ბოლო მონაცემებით, სიცივისგან შტატებში 21 ადამიანი დაიღუპა.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019