15 წლის გოგომ თავი მოიწამლა

15 წლის გოგომ თავი მოიწამლათბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, 15 წლამდე მოზარდმა გოგომ, სავარაუდოდ შეყვარებულთან კამათის გამო, წნევის დამწევი წამალი დალია.

გოგო შეუძლოდ გახდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მოსწავლეს პირველადი დახმარება ადგილზე გაუწია და შემდეგ კლინიკაში გადაიყვანა.

გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იმედინიუსი (ფოტო არ შეესატყვისება მასალის შინაარს)

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019