,,ქალები არ ხართ? ქეთი შეცდა და ამიტომ უნდა გადაუაროთ?” – ხმაური ჩცდ-ს გარშემო

,,ქალები არ ხართ? ქეთი შეცდა და ამიტომ უნდა გადაუაროთ?" - ხმაური ჩცდ-ს გარშემოქეთი: არასდროს არაფრის მოყოლა არ გითხოვია. არასდროს მისმენდი.
ზაზა: მერე მაგის გამო მშორდები? ჯერ ხო უნდა მითხრა, იქნებ ვაგვარებ იმას, რის გამოც მშორდები?
ქეთი: ვერ მოაგვარებ…

სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალების” გარშემო პოლემიკა სოციალურ ქსელში გრძელდება. მსახიობ სალომე შარვაძის პერსონაჟის, ქეთის ღალატმა და ქმართან გაშორებამ სერიალის გმირის მიმართ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ფეისბუქში წერენ:

,,ამიერიდან ჩცდ ჩცდ აღარ არის, ახლა ჩცბდ-ია (ჩემი ცოლის ბოზი დაქალები)”.

,,ვინც ქეთიზე დაწერს, ბოზიაო, გადახედოს თავის ცხოვრებას რა. ბოზი ის არის, ვინც უსიყვარულო ოჯახის შენარჩუნებაზე ფიქრობს. ქეთი, მაგარი გოგო ხარ”.

,,ზაზა თუ ოდესმე შემეცოდებოდა, ვერ წარმოვიდგენდი”.

,,დეიდაჩემი ქეთიზე: რატომ ქენი ეგ, მოგიკვდი მე”.

,,ქალები არ ხართ? რას ილანძღებით. შეცდა? უვარგისია? ამიტომ უნდა გადაუაროთ? თქვენ მეგობარს, დას ან ბიძაშვილს რომ მოსვლოდა ეს ამბავი, ასეთი სიტყვებით შეამკობდით, ნეტა? სეირის მაყურებელ ქალთა ,,საზოგადოება” გულის ამრევია, რა. ოღონდ გაიგოთ, რომ ვინმე ვინმეს ქოლავს და სიამოვნებისგან დუჟი გადმოგდით. რატომ ხართ ასეთი ბოროტები”…