,,ვეფხისტყაოსანი” უკვდავმა ვაჟა-ფშაველამ დაწერა” – სასკოლო მარგალიტები

,,ვეფხისტყაოსანი" უკვდავმა ვაჟა-ფშაველამ დაწერა" - სასკოლო მარგალიტები,,ვეფხისტყაოსნის” ცნობილი ავტორი და წამყვანი შოთა რუსთაველი ქალაქ რუსთავში დაიბადა და გაიზარდა”.

მე-8 კლასი

,,ვეფხისტყაოსანი” უკვდავმა ვაჟა-ფშაველამ დაწერა”.

მე-8 კლასი

,,ეს ლექსი დაბალი და მაღალი ტონალობით უნდა წავიკითხოთ ტონების მიხედვით”.

მე-6 კლასი

,,სალექსო მეტყველებაში აუცილებელია ბგერების სწორად და ლამაზი შეხამებით გამოთქმით წარმოთქმა”.

მე-6 კლასი

,,მწერალმა ამ უაზრო ბგერებით მშვენიერი ლექსი შექმნა. ამ ლექსში გადმოცემულია შემდეგი ამბავი: ვიწრო ოთახში ბეჰემოტი და ბუზია. ბეჰემოტს ბუზის ბზუილი არ მოსწონს და ისეთი სიჩქარით მისდევს, რომ ირგვლივ ყველა ფაიფური დაამტვრია”.

მე-7 კლასი

,,ჩემი აზრით, ქარი შეიცვალა. პირველ ლექსში სასიამოვნოდ ქრის მშობლიური ქარი. მეორე ლექსში კი იგი პოეტს უკივის”.

მე-7 კლასი

,,ვეფხისტყაოსანში” მოყოლილი ამბავი სპარსულია და შოთა რუსთაველმა ქართულად გალექსა, მაგრამ ამით ქართულ გენს არაფერი აკლდება”.

მე-9 კლასი

,,თუ ადამიანი დაულაგებელ, არეულ-დარეულ სახლში ცხოვრობს, ეს ნიშნავს, რომ პატრონი ყველაფერში უკუღმართია და უქნარა. ასეთ ადამიანს სისუფთავე არ უყვარს, და სულაც არ ადარდებს, რას იტყვიან მასზე პარტნიორები. მოწესრიგებული სახლის პატრონები სათნო და კეთილი ადამიანები არიან”.

მე-8 კლასი

,,ბარათაშვილს მობიბინე არაგვი აფიქრებს და ქართველობას ახსენებს”.

მე-10 კლასი

სარკისთვის შეკრიბა რუსუდან ადვაძემ