შეამოწმეთ თქვენი ინტელექტი – 25 კითხვიდან რამდენს გასცემთ სწორ პასუხს

შეამოწმეთ თქვენი ინტელექტი - 25 კითხვიდან რამდენს გასცემთ სწორ პასუხსშეამოწმეთ თქვენი ინტელექტი. 25 კითხვიდან რამდენს გასცემთ პასუხს.

I რაუნდი

  1. რა ჰქვია პოლონეთის პარლამენტს?
  2. რა ჰქვია თევზსაჭერ გემს?
  3. რა ჰქვია სამახსოვრო ნივთს?
  4. რისი სახეობაა სუბმარინა?
  5. რას ეძახიან გამქრალის ნაშთს?

II რაუნდი

  1. რომელ ხანაში იყო გავრცელებული დინოზავრი?
  2. რა ჰქვიათ მორიელებს, ობობებსა და ტკიპებს ერთად?
  3. არაქისისა და არაუკარიას შორის რომელია ხე?
  4. რას ნიშნავს აპრიორი?
  5. რას ეძახიან ფულის ნიშნების კურსის აწევას?

III რაუნდი

  1. რა ჰქვია წყალქვეშა სასუნთქ აპარატს?
  2. აკვაპლანსა და დელტაპლანს შორის რომელია საფრენი?
  3. რა ჰქვია მხოლოდ სულიერ მისწრაფებებზე დამყარებულ სიყვარულს?
  4. რა ჰქვია პლაცენტას მეორენაირად?
  5. რა ჰქვია ფენას, შრეს მეორენაირად?

IV რაუნდი

  1. რას ნიშნავს ტეტ ა ტეტ?
  2. რისი ღვთაებაა რომაულ მითოლოგიაში ტერმინუსი?
  3. რისი სახეობაა ტრატორია?
  4. სადაური დამწერლობაა დევანგარი?
  5. რა პროფესიისაა მარკიტანელი?

V რაუნდი

  1. რა არის მონსტრი?
  2. რა ჰქვია ერთთვლიან მოტოციკლს?
  3. რომელია მცენარე მოლოხი თუ მოლოქი?
  4. როგორ მოიხსენიებენ ინგლისში გათხოვილ ქალს?
  5. რისი სახეობაა მისტრალი?

პასუხები: [spoiler title=ნახვა]

I რაუნდი: 1. სეიმი, 2. სეინერი, 3. სუვენირი, 4. წყალქვეშა ნავის, 5. რუდიმენტი.

II რაუნდი: 1. მეზოზოური, 2. არაქნიდები, 3. არაუკარია, 4. ცდისგან დამოუკიდებლად, 5. აჟიო.

III რაუნდი: 1. აკვალანგი, 2. დელტაპლანი, 3. პლატონური, 4. მომყოლი, 5. პლასტი.

IV რაუნდი: 1. პირისპირ საუბარს, 2. საზღვრების, 3. რესტორნის, 4. ინდური, 5. ვაჭარი.

V რაუნდი: 1. ურჩხული, 2. მონოციკლი, 3. მოლოქი, 4. მისის, 5. ქარის.

[/spoiler]

სარკისთვის მოამზადა მანანა მაისურაძემ