ნინი ქარსელაძის გამო პროკურატურაში მაია დარსმელიძეს და სხვა ცნობილ ადამიანებს დაიბარებენ – ,,შე­ვი­ტა­ნე სარ­ჩე­ლი, იმე­დია, მალე გა­მო­ი­ძი­ებენ საქმეს და პა­სუ­ხს აგებს ყველა”

ნინი ქარსელაძის გამო პროკურატურაში მაია დარსმელიძეს და სხვა ცნობილ ადამიანებს დაიბარებენ – ,,შე­ვი­ტა­ნე სარ­ჩე­ლი, იმე­დია, მალე გა­მო­ი­ძი­ებენ საქმეს და პა­სუ­ხს აგებს ყველა”ბოლო დღეებში მომ­ღე­რა­ლ ნინი ქარ­სე­ლა­ძეზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფო ხალ­ვა­შის მსგავ­სად თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ინიშნება, რასაც ნინი ქარსელაძე კატეგორიულად უარყოფს. ის ამ თემაზე ამბები.ჯი-სთან საუბრობს:

– ცხოვ­რე­ბა­ში არ მი­ფიქ­რია პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნა­ზე. დიდი ად­რე­ნა­ლი­ნი ჰქო­ნია ამ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თვას, მაგ­რამ არ ვა­პი­რებ პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლას. ანას­ტა­სი­ას გე­ფი­ცე­ბით, არა­ნა­ი­რი და­პი­რე­ბა არ მი­მი­ღია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან”, სამ­სა­ხუ­რიც არ მჭირ­დე­ბა. მე უკან მყავს ოჯა­ხი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მოღ­ვა­წე­ობს. ჩემ­თვის თან­ხაც კი არა­ვის გა­და­უხ­დია.

მხო­ლოდ ჩემი კე­თი­ლი ნება იყო, ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მეს მხარ­და­სა­ჭერ კონ­ცერ­ტებ­ში მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მე მივფრი­ნავ სა­ქარ­თვე­ლო­დან, საქ­მე­ე­ბი მაქვს რო­გორც ევ­რო­პა­ში, ასე­ვე რუ­სეთ­ში. აქამ­დე მხო­ლოდ იმი­ტომ დავ­რჩი, რომ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მობ­რუ­ნე­ბის საფრ­თხე და­ვი­ნა­ხე, ვინც 9 წელი იყო ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში. მხო­ლოდ იმი­ტომ გა­დავ­დე უცხო­ეთ­ში საქ­მე­ე­ბი, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ამ­ბა­ვი ბო­ლომ­დე მიგ­ვეყ­ვა­ნა და ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს გა­ე­მარ­ჯვა.

– გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თეთ და იმ ხალ­ხს უჩივ­ლეთ, ვინც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გე­მუქ­რე­ბო­დათ, მარ­თა­ლია?

– ნამ­დვი­ლად შე­ვი­ტა­ნე სარ­ჩე­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, იმე­დი მაქვს, ჩვე­ნი ახა­ლი პრო­კუ­რო­რი შალ­ვა თა­დუ­მა­ძე და მისი სტრუქ­ტუ­რა მალე გა­მო­ი­ძი­ებს საქ­მეს და პა­სუ­ხი მო­ე­თხო­ვე­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც სა­ში­ნე­ლე­ბებს მწერ­და და მე­მუქ­რე­ბო­და. რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ ადა­მი­ან­საც და­ი­ბა­რე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, პა­სუხს მო­სთხო­ვენ სა­მარ­თლებ­რივ ჭრილ­ში.

– დათო იმე­დაშ­ვილს და მაია დარსმე­ლი­ძე­საც უჩივ­ლეთ?

– დათო იმე­დაშ­ვი­ლი ვინ არის, სა­ერ­თოდ არ ვიცი. ერთხელ ჩა­მიგ­დეს მისი სტა­ტუ­სი და მა­შინ გა­ვი­გე მისი არ­სე­ბო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მაია დარსმე­ლი­ძეს… მე სტე­ფა­ნეს­თან ვგრძნობ თავს შერ­ცხვე­ნი­ლად და დამ­ნა­შა­ვედ, რად­გან გა­და­ვე­დი იმ მო­ე­დან­ზე, სა­დაც არას­დროს გა­დავ­სულ­ვარ 28 წლის მან­ძილ­ზე, პრინ­ცი­პე­ბი და­ვარ­ღვიე, მაგ­რამ მაია დარსმე­ლი­ძემ შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა „ქუ­ჩის ბი­ჭებს“. ჩემ­ზე შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­ტა­რო ნე­ბის­მი­ე­რი ტა­ლა­ხის სრო­ლა, მაგ­რამ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის გა­მოც პრინ­ცი­პებ­საც ვარ­ღვევ. კონ­კრე­ტუ­ლად, რო­მელ ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს და­ი­ბა­რებს პრო­კუ­რა­ტუ­რა, ჯერ­ჯე­რო­ბით ამის თქმის უფ­ლე­ბა არ მაქვს.

– გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ პი­რა­დი დაც­ვა აიყ­ვა­ნეთ…

– ეს არის მხო­ლოდ ხუმ­რო­ბა.

ამბები.ჯი.