ლალი მოროშკინა: ,,ბიძინა ივანიშვილს ვამცნობ, თითოეული ჩინოსანი რას აფუჭებს მისი სახელით”

ლალი მოროშკინა: ,,ბიძინა ივანიშვილს ვამცნობ, თითოეული ჩინოსანი რას აფუჭებს მისი სახელით"ყოფილ ჟურნალისტს, ლალი მოროშკინას ნდობის ჯგუფის შექმნა სურს, რომელიც კვირაში ერთხელ ბიძინა ივანიშვილს დაწვრილებით მოახსენებს, რა ხდება ქვეყანაში. ამის შესახებ ის გაზეთ ,,ასავალ-დასავალთან” ყვება.

-მზად ვარ, ციფრებითა და გვარებით ვამცნო, თითოეული ჩინოსანი რას აფუჭებს მისი სახელით.

კბილებით დავიცავ ბიძინა ივანიშვილს. მით უმეტეს, ვხვდები, რა გაწბილებულიც არის, მაგრამ ამავე დროს ბოლომდე ვიბრძოლებ იმ ადამიანების მოშორებისთვის, რომლებიც დაუფარავად მუშაობენ „ნაციონალურ მოძრაობაზე”, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურებიდან, – განაცხადა ლალი მოროშკინამ.