ინაუგურაციაზე პარალელები თამარ მეფესთანაც გაკეთდება – ,,ეს პარალელები გულში ყველა ქართველს აქვს”

ინაუგურაციაზე პარალელები თამარ მეფესთანაც გაკეთდება - ,,ეს პარალელები გულში ყველა ქართველს აქვს"საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება. ღონისძიების  რეჟისორი და მხატვარი დები, ბასა და თამარ ფოცხიშვილები იქნებიან

-ვფიქრობ, ეს ღონისძიება უნდა იყოს დახვეწილი, ღირსეული, გემოვნებიანი ქართულიც და ევროპულიც ამავდროულად.

ინაუგურაცია რამდენიმე ღონისძიებას მოიცავს, რთული გასაკეთებელია. ადგილი, რომელზეც ჯერჯერობით ლაპარაკია, არის ძალიან ისტორიული, მნიშვნელოვანი, სათუთი და ძალიან ლამაზი. ვფიქრობ, რომ თელავში, ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორიაზე იქნება ძალიან ლამაზი სანახაობა, – ამბობს რეჟისორი.

თამარ ფოცხიშვილი კი ამბობს, რომ შესაძლებელია ღონისძიებაზე პარალელები თამარ მეფესთანაც გაკეთდეს.

-ეს პარალელები გულში ყველა ქართველს აქვს. ქალი პრეზიდენტი მაღალ იდეალებს გვახსენებს. რთული გამოცდის წინაშე ვდგავართ,- აღნიშნა თამარ ფოცხიშვილმა.