გიგი დედალამაზიშვილი ორსულ მეუღლეს მოულოდნელად დაადგა თავზე – ვიდეო

გიგი დედალამაზიშვილი ორსულ მეუღლეს მოულოდნელად დაადგა თავზე - ვიდეოგიგი დედალამაზიშვილი ორსულ მეუღლეს, მარინა კარპის და ქალიშვილს, ლიზის, რომელიც სამი წლის გახდა, დაბადების დღეზე, შესანიშნავი სიურპრიზი მოუწყო. მომღერალს სამთვიანი ტურნე ჰქონდა და წესით, ამ დროს თბილისში არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოულოდნელად ქალიშვილის დაბადების დღეზე გამოცხადდა და ოჯახს დიდი სიურპრიზი გაუკეთა.

გიგის დედამ, ციცი ფალავანდიშვილმა გაავრცელა ფოტოები და დაწერა:

„ჯერ კიდევ ემოციებში ვარ  როგორი სიურპრიზი მოგვიწყო გიგიმ. ნამდვილად არ ველოდით, რომ გასტროლებიდან ერთი დღით ჩამოფრინდებოდა და ასე გაგვახარებდა ყველას, პირველ რიგში კი ასე გააბედნიერებდა მარინას და იუბილარ ლიზის  მადლობა დე  #ესოჯახია #ესსიყვარულია“

„მგზავრების“ სოლისტის დამ, ნინიმ კი სიურპრიზის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა:

„დღესასწაულია ეს ბიჭი , გიგი რამდენიმეთვიან ტურნეშია წასული, დღეს ლიზი 3 წლის გახდა და ასე მოულოდნელად გამოგვეცხადა ოჯახს . my family“.

მუზიკბოქსი

დღესასწაულია ეს ბიჭი❤️, გიგი რამოდენიმე თვიან ტურნეშია წასული, დღეს ლიზი 3 წლის გახდა და ასე მოულოდნელად გამოგვეცხადა ოჯახს⭐️🎄❄️🥂 my family❤️

Gepostet von Nini Dedalamazishvili am Montag, 10. Dezember 2018