ემზარ კვიციანი: ,,ვინც ,,რუსთავი 2″-ს და ,,ნანუკას შოუს” უყურებს, იმ ქალების 90%-ს ოჯახები აქვთ დანგრეული”

ემზარ კვიციანი: ,,ვინც ,,რუსთავი 2"-ს და ,,ნანუკას შოუს" უყურებს, იმ ქალების 90%-ს ოჯახები აქვთ დანგრეული"დეპუტატი ემზარ კვიციანი პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ქალთა მიმართ ძალადობაზე აქცენტის გაკეთებამ გააღიზიანა.

-ვინც კი ,,რუსთავი 2″-ს და ,,ნანუკას შოუს” უყურებს, იმ ქალების 90%-ს ოჯახები აქვთ დანგრეული, არ აკვირდებით? რა შუაშია და თავშია, მიზანმიმართულად მიდის ჩვენი ოჯახების დანგრევა და ჩვენი სახელმწიფოს დანგრევა. ამას ფრთხილად უნდა მივუდგეთ.

ხშირად არის ხაზგასმა ქალებზე ძალადობაზე. და კაცებზე არ ძალადობენ ქალები?! ხომ არის ესეც? ხომ დასჯადია ისიც და ისიც? აბა, რას ვუმატებთ კიდევ, – განაცხადა ემზარ კვიციანმა კომიტეტის სხდომაზე.