,,ზაზა ოქუაშვილი თავისი ,,ბენტლის” საბურავის ფასად ჟურნალისტებს ვალს გადაუხდიდა… გადამგდები აღმოჩნდა” – ვახო ხუზმიაშვილი

,,ზაზა ოქუაშვილი თავისი ,,ბენტლის" საბურავის ფასად ჟურნალისტებს ვალს გადაუხდიდა... გადამგდები აღმოჩნდა" - ვახო ხუზმიაშვილიტელეკომპანია ,,იბერიის” ყოფილი წამყვანი, ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილზე ფეისბუქში წერს:

,,ამოვიდა ყელში! ამდენი თვეა დავდივარ და ზაზა ოქუაშვილს ვამართლებ და ვიცავ ყველგან და ამ კაცს ერთხელაც არ მოვუკითხივართ. ჩვენ ხომ მარტო ჟურნალისტები არ ვართ! ხომ ველაპარაკებით ჩვენ ჩვენს ოჯახებს, მეგობრებს, მეზობლებს – ახლა ამათთანაც კი მრცხვენია. მის გვერდით მაშინ ვიდექი, როცა ,,იბერიას” არბევდნენ და მაშინ ვინც იარაღს გვადებდა და ძირს გვყრიდა, დღეს ოქუაშვილი იმასთან ერთადაა.

აქამდე არავის უთქვამს, რომ სიგარეტის ფაბრიკის პრესსამსახური ვიყავით და სიგარეტის გაყიდვებზე იყო დამოკიდებული დამოუკიდებელი ტელეკომპანია ,,იბერია”.
ეთქვა მაინც მამაცხონებულს! ყველა ჩვენ ჩვენს არჩევანს გავაკეთებდით.

რატომ მაქვს პრეტენზია? იმიტომ, რომ შეუძლებელია, სადღაც მართალი იყო და სადღაც გადამგდები! რაც არ უნდა შეგვიფუთოს ამ კაცმა, რომლის გამო აქციებზე ხმა გვქონდა ჩახლეჩილი, იმის ღირსად მაინც უნდა ჩავეთვალეთ თავისივე თანამშრომლები, რომ წესიერად აეხსნა, რა უნდოდა და რა მოტივით გვიყენებდა ამდენი ხანი.

ზაზა ოქუაშვილს მარტო სიგარეტის ბიზნესი არ აქვს და ამიტომ ვთხოვ პასუხს, მისი ერთი ,,ბენტლის” საბურავის ფასად, წესიერ და თავისუფალ ჟურნალისტებს ვალს გადაუხდიდა.
ტეხავს, ამ კაცზე რომ მიწევს ასე წერა, მაგრამ ის უფრო ტეხავს, ასე რომ იცავ და ყველას და ყველაფრის გადამგდები რომ აღმოჩნდა.

ყველაზე მეტად ვერ ვიტან მსხვერპლის პოზიციაში ყოფნას, მაგრამ როგორც ჩანს, არიან ადამიანები, ვინც ამ მდგომარეობით არა მხოლოდ სიამოვნებას ღებულობენ, არამედ სარგებელსაც ნახულობენ.
ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ ტელეკომპანია „იბერია“ თავიდანვე ჩაფიქრებული იყო „მსხვერპლად“, ის სწორედ ამ მიზნით იყო შექმნილი და ოქუაშვილი მუდმივად ელოდებოდა მომენტს, როცა ამ მსხვერპლს ყველაზე სარფიანად შესწირავდა. ეს მომენტიც დადგა”.