,,ვივუსის” ე.წ. შავ სიაში მყოფ კლიენტებს დავალიანების ჩამოწერა არ შეეხებათ

,,ვივუსის" ე.წ. შავ სიაში მყოფ კლიენტებს დავალიანების ჩამოწერა არ შეეხებათფი­ნანსთა მი­ნის­ტრ ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ე.წ. შავ სი­ა­ში მყოფ ონ­ლა­ინ­სეს­ხე­ბის კომ­პა­ნია „ვი­ვუ­სის“ კლი­ენ­ტებს და­ვა­ლი­ა­ნე­ბის ჩა­მო­წე­რა არ შე­ე­ხე­ბათ.

რო­გორც მა­ჭა­ვა­რი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, თა­ვად „ვი­ვუს­მა“ თქვა უარი ამ პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე.

-ეს იყო “ვი­ვუ­სი”, რო­მელ­მაც ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რი მი­ზე­ზე­ბის გამო უარი გა­ნა­ცხა­და ამ პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე. მათ კლი­ენ­ტებს არ შე­ე­ხე­ბათ, – გა­ნა­ცხა­და მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

ამას­თან, და­ვა­ლი­ა­ნე­ბა გა­უ­ნულ­დე­ბათ გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი კრე­დი­ტე­ბის სი­ა­ში მყოფ იმ ადა­მი­ა­ნებ­საც, რო­მელ­თაც აღე­ბუ­ლი აქვთ ერ­თზე მეტი სეს­ხი და რო­მელ­თა ძირი თან­ხაც არ აღე­მა­ტე­ბა 2 000 ლარს. ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის თქმით, გა­ირ­კვა, რომ იმ 600 000 ადა­მი­ანს, რომ­ლებ­საც და­ვა­ლი­ა­ნე­ბა 31 დე­კემ­ბრამ­დე გა­უ­ნულ­დე­ბათ, სა­შუ­ა­ლოდ ორი სეს­ხი ჰქონ­და აღე­ბუ­ლი.

-გა­ირ­კვა, რომ ერთ ადა­მი­ანს სა­შუ­ა­ლოდ ორი სეს­ხი ჰქონ­და აღე­ბუ­ლი. იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ვი­საც და­ვა­ლი­ა­ნე­ბა გა­უ­ნულ­დე­ბა, არის 600 000, ხოლო აღე­ბუ­ლი სეს­ხე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მი­ლი­ონ­ზე მე­ტია. შე­სა­ბა­მი­სად, გა­მო­დის, რომ ერთ ადა­მი­ანს ჰქონ­და ორი სეს­ხი სხვა­დას­ხვა სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტში, – აღ­ნიშ­ნა მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, სეს­ხის აღე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი შე­იც­ვა­ლა, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ არ­სე­ბუ­ლი დო­ზით ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბის პრობ­ლე­მა ქვე­ყა­ნა­ში აღარ დად­გე­ბა. მი­სი­ვე თქმით, სა­ბან­კო და­ვა­ლი­ა­ნე­ბე­ბის ჩა­მო­წე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა არ ნიშ­ნავს, რომ მო­მა­ვალ­ში სეს­ხის გა­დახ­და არ მოხ­დეს და ამას არა­ვინ წა­ა­ხა­ლი­სე­ბას.

-უპა­სუ­ხის­მგებ­ლო დაკ­რე­დი­ტე­ბა იყო. არ ხდე­ბო­და ადა­მი­ა­ნე­ბის შე­მო­სავ­ლის შე­მოწ­მე­ბა. ხდე­ბო­და დრა­კო­ნუ­ლად დიდი ჯა­რი­მე­ბის და პრო­ცენ­ტე­ბის და­რი­ცხვა. შე­მო­ვი­და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და ამის შე­ზღუდ­ვა, რა­საც ჰქვია პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი დაკ­რე­დი­ტე­ბა. ეს არის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი.

დღე­ი­დან ვერც სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი შეძ­ლე­ბენ ასე იო­ლად დაკ­რე­დი­ტე­ბას და ვერც ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი შეძ­ლე­ბენ ასე­თი სეს­ხე­ბის აღე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, სუფ­თა ფურ­ცლით იწყე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი და შემ­დგომ­ში პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ორი­ვე მხა­რემ უნდა გა­ი­ზი­ა­როს – რო­გორც სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტებ­მა, ისე მსეს­ხებ­ლებ­მა. ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა არ ნიშ­ნავს, რომ მო­მა­ვალ­ში სეს­ხის გა­დახ­და არ მოხ­დეს. ამას არა­ვინ წა­ა­ხა­ლი­სე­ბას. ეს არის ერთჯე­რა­დი ფაქ­ტი, რო­მე­ლიც მიბ­მუ­ლია იმას­თან, რომ შე­იც­ვა­ლა თა­მა­შის წე­სე­ბი.

მო­მა­ვა­ლი თა­მა­შის წე­სე­ბი გა­მო­რი­ცხავს ასე­თი დო­ზით ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბას. თუ ვინ­მე სა­მო­მავ­ლოდ მოხ­ვდე­ბა ე.წ. შავ სი­ა­ში, არ ნიშ­ნავს, რომ ვინ­მე მის მა­გივ­რად გა­და­იხ­დის. ეს უნდა იცო­დეს რო­გორც ჩვენ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ, ისე სა­ბან­კო სფე­რომ და ფი­ნან­სურ­მა ინ­სტი­ტუ­ტებ­მა, – გა­ნა­ცხა­და მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.
ამბები.ჯი