,,ყირაზე რომ დადგნენ, თანამდებობა მაინც არ მინდა” – რატომ დაურეკა კულტურის მინისტრმა თაკო ჩარკვიანს

,,ყირაზე რომ დადგნენ, თანამდებობა მაინც არ მინდა" - რატომ დაურეკა კულტურის მინისტრმა თაკო ჩარკვიანსპუბლიცისტი, პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის ქალიშვილი, თაკო ჩარკვიანი, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდაჭერია, “სარკესთან” ინტერვიუში ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისას მას კულტურის მინისტრის მოადგილის პოსტს სთავაზობდნენ, თუმცა უარი უთხრა.

-,,ოცნება“ როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინ საუბარი იყო კულტურის მინისტრობის მოადგილეობაზე, მაგრამ იქ არავინ მიმიშვებდა, რადგან საყრდისი ჰქონდათ ასაფეთქებელი და ამაზე თაკო ჩარკვიანი ხელს არ მოაწერდა. ჩემი მართვა შეუძლებელია! მაშინ გურამ ოდიშარია იყო კულტურის მინისტრი და მან დამირეკა ამ პოსტის თაობაზე. იქ გაუგონარი ამბავი მოხდა, ჩემი აზრი ვთქვი მაშინ, რადგან უნდა სცოდნოდათ, მე რა მინდოდა. მოვა ახალი ხელისუფლენა და მახავთ, რომ მე არც მაშინ ვიქნები კულტურის მინისტრი თუ მინისტრის მოადგილე.

– გპირდებიან თანამდებობას?

-ყირაზე რომ დადგნენ, მაინც არ მინდა არანაირი თანამდებობა…

ინტერვიუ ვრცლად იხილეთ ჟურნალ ,,სარკის” მიმდინარე ნომერში

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018