კახი კალაძემ ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა – ვიდეო

კახი კალაძემ ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა - ვიდეოდღეს თბილისში, ფონიჭალაში დიდი ტრაგედია დატრიალდა. სავარაუდოდ გაზის აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა სამი ადამიანი, 44 წლის მამაკაცმა, მისმა 24 წლის შვილმა და 6 წლის შვილიშვილმა მძიმე დამწვრობები მიიღეს, ნანგრევებში მოყოლი დედა-შვილი კი რამდენიმე საათის ძებნის შემდეგ გარდაცვლილები იპოვეს.

-ძალიან დიდი უბედურება და ტრაგედია დატრიალდა, გარდაცვლილია ორი ადამიანი, დედა და პატარა შვილი, – განაცხადა თბილისის მერმა კახი კალაძემ და ცრემლები ვერ შეიკავა.