გრიგოლ ვაშაძე: ,,მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ჩვენ პრეზიდენტი არ გვყავს, პრეზიდენტი ჰყავს ივანიშვილს”

გრიგოლ ვაშაძე: ,,მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ჩვენ პრეზიდენტი არ გვყავს, პრეზიდენტი ჰყავს ივანიშვილს"გაერთიანებული ოპოზიცია ამ წუთებში ფილარმონიაში თავის მხარდამჭერებს ხვდება. გრიგოლ ვაშაძე ამ წუთებში იქ შეკრებილ საზოგადოებას მიმართავს:

-ქურდულ ,,ოცნებას” გამოვგლიჯავთ ხელიდან ქვეყანას… ჩვენ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები არ გვქონია, ეს იყო ხელისუფლების მიერ ჩატარებული ფარსი. ამ არჩევნებს არ ვაღიარებთ და მის შედეგებს არ ვცნობთ. საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს, პრეზიდენტი ჰყავს ივანიშვილს. ჩვენ ამ უსულო საგნის მიმართ არანაირი პოლიტიკური და მორალური ვალდებულები არ გვაქვს. არანაირი მორალური უფლება არ აქვს ქურდულ ,,ოცნებას”  საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქოდეს.

მოვითხოვთ ვადამდელ საპარლემნტო არჩევნებს. კვირას იქნება მშვიდობიანი მანიფასტაცია.