,,დედაჩემმა აიფარა სახეზე ხელები და ატირდა” – ქართველი ემიგრანტის ემოციური წერილი

,,დედაჩემმა აიფარა სახეზე ხელები და ატირდა" - ქართველი ემიგრანტის ემოციური წერილიქართველი ემიგრანტი ფეისბუქში ძალიან ემოციურ პოსტს აქვეყნებს დედაზე:

,,ფეხები მტკივაო – ხმადაბლა დაიჩივლა დედაჩემმა. სიცივეს ვერ ვგუობ, ძვლები მაწუხებსო, ამბობს და გულზე მაწევს სიტყვები.
როდის ჩამოხვალო – ჯერ არ წამოსულს მეკითხება და ბავშვური მოუსვენრობით მივლის გარშემო.
მენატრებიო, დედა გენაცვალოსო, ნეტავ ჩამოხვიდე და დარჩე ცოტახანსო – მაცილებს და სიტყვებს ვეღარ უყრის თავს.
კარგი, მიბრუნდი უკან, მე თვითონ წავალ, ცივა-მეთქი. არ მიდის. მოვდივარ და მომყვება.
მიბრუნდი-მეთქი, ვუმეორებ და ლამის ძალით ვატრიალებ უკან.

არ წავიდა. დადგა ბავშვივით დედაჩემი, აიფარა სახეზე ხელები და ატირდა. დიდი ბავშვივით ატირდა.
– არაფერიაო, მამხნევებს. მიყვარხარო.

წავიდა. მობრუნდა. ჩამეხუტა. ჩამეხუტა და ხელის ზურგით იწმენდდა ცრემლებს.

ხან რა ვთქვი.
ხან რა.
ვერაფერი.

მოვდივარ და მთელი დღეა, ლოდებივით მოვაგორებ დედაჩემის ცრემლებს.

მძიმეა, – წერს ია იაღანაშვილი.

(ფოტოზე ია იაღანაშვილის დედა არ არის).

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018