50 რამ, რაც სახლიდან ახალ წლამდე უნდა მოაშოროთ იმისთვის, რომ წარმატებული წელი გქონდეთ

50 რამ, რაც სახლიდან ახალ წლამდე უნდა მოაშოროთ იმისთვის, რომ წარმატებული წელი გქონდეთ2019 წელი თანდათან ახლოვდება და უკვე დროა, მზადება დავიწყოთ. თუ გინდათ, რომ ახალ წელს ახალი შეგრძნებებით და ახლის დასაწყისის განცდით შეხვდეთ, სწორედ ახლაა დრო გარკვეული ცვლილებებისთვის.

შესაძლოა არ გჯერათ, მაგრამ სახლს, განწყობას, აურას გაწმენდა სჭირდება იმისთვის, რომ ახლის დასაწყებად მზად იყოთ.

ვნახოთ, რა უნდა მოიშოროთ თავიდან ახალ წლამდე იმისთვის, რომ ახლის და უფრო წარმატებული, ბედნიერი ცხოვრების დასაწყებად მზად იყოთ.

1. გატეხილი, გაბზარული ჭურჭელი.

2. ძველი ფეხსაცმელები.

3. ძველი, დახეული შარვლები, რომლებსაც აღარ იცვამთ.

4. CD-ები, რომლებსაც არ იყენებთ, არ უსმენთ.

5. ცარიელი გამოუსადეგარი ბოთლები და კონტეინერები.

6. დაძველებული კოსმეტიკური საშუალებები.

7. ან მათი ცარიელი ტუბები.

8. ის წინდები, რომლებიც ცალ-ცალი გაქვთ.

9. გადახდების დამადასტურებელი ძველი ქვითრები.

10. კონცერტების ბილეთები, სადაც უკვე იყავით.

11. ჭურჭელი, რომელსაც არ იყენებთ.

12. ვადაგასული წამლები.

13. გაფუჭებული წნევის გასაზომი აპარატი, თერმომეტრი.

14. გატეხილი, გაფუჭებული, გამოუსადეგარი ტელეფონები.

15. გამხმარი ყვავილები.

16. გატეხილი ხელსაწყოები.

17. ზედმეტი სკამები, მაგიდები, რომლებსაც არაფერში იყენებთ და გრძნობთ, რომ ნერვებს გიშლით.

18. საჭმელების რეცეპტების წიგნი, რომელიც არასოდეს გადაგიშლიათ.

19. ჯამები, ყუთები, რომლებიც მხოლოდ ადგილს იკავებენ და არასოდეს არაფერში იყენებთ.

20. ფეხსაცმლის ყუთები.

21. ძველი ჯაგრისები და თმის სამაგრები.

22. DVD, რომელსაც არ იყენებთ.

23. 10, 20 წლის წინანდელი მისალოცი ბარათები.

24. წასახემსებელი საჭმლის შეკვრა, რომელსაც არ ჭამთ და უკვე ვადაგასულია.

25. საოფისე ნივთები, რომლებსაც არ იყენებთ.

26. გატეხილი სათამაშოები.

27. ბროშურები მოგზაურობის შესახებ.

28. ის სათამაშო მოწყობილობები, რომლებსაც არასოდეს იყენებთ.

29. ყველანაირი კოსმეტიკა, რომელსაც არ იყენებთ და არ მოგწონთ.

30. მებაღის ხელსაწყოები, რომლებსაც არ იყენებთ.

31. დალაქავებული მაისურები, რომლებსაც ვეღარ იცვამთ.

32. საფულეები, რომლებსაც აღარ იყენებთ.

33. დაძველებული პიჟამები.

34. ძველი, გაფუჭებული ბალიშები.

35. ძველი ჟურნალები.

36. საჩუქრები, რომლებიც არასოდეს მოგწონდათ.

37. საშობაო დეკორისთვის განკუთვნილი გატეხილი ნივთები.

38. ყელსაბამები, სამაჯურები, ბეჭდები, რომლებსაც აღარ იყენებთ.

39. ძველი დღიური, სადაც დღის გეგმებს წერდით ხოლმე.

40. თეთრეული, საბანი, რომელიც იმდენად დაძველებულია, რომ აღარასდროს გამოიყენებთ.

41. დაძველებული ფრჩხილის ლაქი.

42. ძველი თეთრეული, ტრუსები, სპორტული შარვლები.

43. დოკუმენტები, რომლებიც აღარაფერში გჭირდებათ.

44. ძველი მოსაწვევი ბარათები.

45. ჩანთები, რომლებსაც აღარ იყენებთ.

46. ძველი კატალოგები.

47. თოკები, კაბელები, რომლებიც გამოუსადეგარია.

48. ბლაგვი დანები.

49. გაფუჭებული ტექნიკა.

50. ძველი დღიურები.

ტრენდი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018