პრეზიდენტობის კანდიდატი: ,,არჩევნებამდე გამოცხადდეს საყოველთაო ზიარება”

პრეზიდენტობის კანდიდატი: ,,არჩევნებამდე გამოცხადდეს საყოველთაო ზიარება''პრეზიდენტობის კანდიდატმა, კახაბერ ჭიჭინაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა:

-მე მივმართე საპატრიარქოს, რომ არჩევნებამდე გამოცხადდეს საყოველთაო ზიარება. დღეს ჩვენს ქვეყანას ძალიან უჭირს. ჩვენი მოქალაქეები დღეს ეძებენ გასაღებს ამერიკაში, რუსეთში, თურქეთში. სინამდვილეში, გასაღები თავის თავშია.

ფიზიკური გასაღები რომ იპოვოს მოქალაქემ, მას სჭირდება სულიერი გასაღების პოვნა. მე თხოვნით მივმართე საპატრიარქოს, რომ გაეხსნა კარი იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურვილი ექნებოდა, რათა შემდგომ მოხდეს არჩევნებზე მისვლით გასაღების ფიზიკური გაცემა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018