მწყემსის დედა: ,,ეს არის მთავრობის დაგეგმილი მკვლელობა, იციან, იქ რაც მოხდა”

მწყემსის დედა: ,,ეს არის მთავრობის დაგეგმილი მკვლელობა, იციან, იქ რაც მოხდა"პროკურატურამ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის,მალხაზ კობაურის  ხადის ხეობაში ჩაყვანაზე უარი განაცხადა. ამან კობაურის ოჯახის წევრებისა და ადვოკატების უკმაყოფილება გამოიწვია.

-იქ რომ წასულიყვნენ, ბევრ რაღაცას აეხდებოდა ფარდა. იციან, იქ რაც მოხდა. ჩემი შვილი რისი გამკეთებელი იყო, ისიც კარგად იციან, მაგრამ თვითონ სამარეს გაითხრიდნენ და იმიტომ არ წავიდნენ; იმიტომ არ წავიდნენ, რომ ეს არის მათი, მთავრობის დაგეგმილი მკვლელობა,  – ამბობს კობაურის დედა მარიამ მარტიაშვილი.

დაცვის მხარის ინფორმაციით, პროკურატურა თავის თავზე ვერ იღებს ამ გადაწყვეტილებას, ამიტომ ითხოვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

-ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც 24 საათის განმავლობაში უნდა გახდეს ცნობილი, – განაცხადა დვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ.

პრაიმტაიმი