კახი კავსაძე შვილიშვილის გამო ღელავს – ,,ირინკა გარეგნობით ბაბუას ჰგავს, ხასიათით – ბელა მირიანაშვილს”

კახი კავსაძე შვილიშვილის გამო ღელავს - ,,ირინკა გარეგნობით ბაბუას ჰგავს, ხასიათით - ბელა მირიანაშვილს"მსახიობ კახი კავსაძის შვილიშვილი, ირინკა კავსაძე, ამერიკიდან საქართველოში ჩამოვიდა პროექტისთვის ,,ცეკვავენ ვარსკვლავები”. როგორც ამბები.ჯი-სთან ირინკას მამიდა, მსახიობი ნანუკა ხუსკივაძე ამბობს, მას ძმისშვილმა რჩევისთვის დაურეკა. ქალბატონმა ნანუკამაც დაუფიქრებლად უთხრა, რომ კონკურსანტი გამხდარიყო. მისი თქმით, ბაბუა, კახი კავსაძე  ძალიან ნერვიულობს.

-ძა­ლი­ან ღე­ლავს. ახლა იმა­ზე წუხს, ძა­ლი­ან იღ­ლე­ბაო… რა­ღაც მი­ზე­ზებს ეძებს, რომ  უფრო მეტი ინერ­ვი­უ­ლოს. მე კი ირინ­კას სულ ვე­უბ­ნე­ბი, რომ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ყვე­ლაფ­რის­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი უნდა იყოს, მაგ­რამ იმ­დე­ნად გუ­ლუბ­რყვი­ლო და სუფ­თა ადა­მი­ა­ნია, რომ თავ­ში არ მოს­დის რა­ი­მე მზაკ­ვრო­ბა და ბო­რო­ტე­ბა.

გა­რეგ­ნუ­ლად უფრო ბა­ბუ­ას ჰგავს. მას დე­და­მი­სის­გან ბევ­რი კარ­გი რამ აქვს აღე­ბუ­ლი და ამას­თან, ჰგავს კი­დეც. ბე­ლას ბუ­ნე­ბით და ხა­სი­ა­თით ვამ­სგავ­სებთ. ყველ­გან, სა­დაც უნდა მი­ვი­დეს, პო­ზი­ტივს ას­ხი­ვებს და ვფიქ­რობ, სწო­რედ ამ მთა­ვარ­ში ბე­ბი­ას ნამ­დვი­ლად ჰგავს, – ამბობს ქალბატონი ნანუკა.

ამბები.ჯი