ცისანა სეფიაშვილის ვაჟმა საყვარელ გოგონას ხელი სთხოვა -,,ჩემი შვილისგან ვსწავლობ, როგორ ვიცხოვრო”

ცისანა სეფიაშვილის ვაჟმა საყვარელ გოგონას ხელი სთხოვა -,,ჩემი შვილისგან  ვსწავლობ, როგორ ვიცხოვრო"მომღერალი ცისანა სეფიაშვილი დედამთილი ხდება. მისმა უფროსმა ვაჟმა, გიორგი წერეთელმა, რუსეთში მცხოვრებ სესილი კემულარიას რუსთაველის თეატრში სთხოვა ხელი. ეს მხოლოდ სესილისთვის იყო სიურპრიზი, ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა კი იცოდნენ. ამ მნიშვნელოვან წუთებს ცისანა ტელეფონით იღებდა.
,,როდის გაგაჩინე, არ მახსოვს… შენამდე თითქოს არაფერი ყოფილა… ერთად გავიზარდეთ და ცხოვრებას ცისანა სეფიაშვილის ვაჟმა საყვარელ გოგონას ხელი სთხოვა -,,ჩემი შვილისგან  ვსწავლობ, როგორ ვიცხოვრო"ვსწავლობდით. ჩემი შვილი? ვერ აღვიქვამ, უფრო ჩემი მეგობარი და ჩემი იმედი. გიორგი წერეთელი – დღეს შენგან ვსწავლობ, როგორ ვიცხოვრო.  მადლობა, რომ ასეთი ადამიანი მყავს შენი სახით, მეამაყები, მეიმედები და მაბედნიერებ. ვერც სესილის  ვარქმევ სახელს – ჩემი გოგო. უბრალოდ ჩემი გოგო… მიყვარხართ!”, – დაწერა ცისანა სეფიაშვილმა ფეისბუქში.

ცისანა სეფიაშვილი ოთხი შვილის დედაა.  გიორგი პირველი ქორწინებიდან ჰყავს. გიორგი რუსეთში, მოსკოვში სწავლობს და მუშაობს. მომღერალის მეორე ქორწინებაც უიღბლო აღმოჩნდა. მისი და სოსო ზაქარეიშვილის 16 წლიანი ოჯახი დაინგრა. ცისანამ ამის შესახებ ჟურნალ ,,სარკესთან” გულახდილად ისაუბრა.