ჯენიფერ ენისტონი უშვილობაზე: ,,არავინ იცის, რა მგრძნობიარე იყო ეს თემა ჩემთვის”

ჯენიფერ ენისტონი უშვილობაზე: ,,არავინ იცის, რა მგრძნობიარე იყო ეს თემა ჩემთვის"ჯე­ნი­ფერ ენის­ტო­ნი და ჯას­ტინ ტერუ  სამ­ი წლის განმავლობაში ჰოლივუდის ერთ-ერთ საუკეთესო წყვილად ითვლებოდნენ, მაგრამ მათი ქორ­წი­ნე­ბა რამდენიმე თვის წინ დასრულდა.

ყო­ფილ­მა მე­უღ­ლე­ებ­მა სა­ერ­თო გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლეს, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერ­თად მი­ი­ღეს და სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბად დარჩნენ.

განქორწინებას მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წერდნენ, რომ გაშორების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ჯენიფერს შვილი არ სურდა.

-ჩემი და ჯასტინის დაშორების შემდეგ მედიაში სრული სიგიჟე ხდებოდა. წერდნენ, საწყალი ჯენი, ის კაცებს ვერ ინარჩუნებს, ამის მიზეზად კი ჩემს დამოკიდებულებას ასახელებდნენ ბავშვების არყოლასთან დაკავშირებით, მიწოდებდნენ ეგოისტს და კარიერაზე ორიენტირებულს.

ჯენიფერ ენისტონი უშვილობაზე: ,,არავინ იცის, რა მგრძნობიარე იყო ეს თემა ჩემთვის"რეალურად კი არავინ იცის, რა ხდება დახურულ კარს მიღმა, არავინ იცის, რა მგრძნობიარე იყო ეს და არამხოლოდ ეს თემა ჩემთვის და ჩემი პარტნიორისთვის. არავინ იცის, ეს კარიერისთვის ხდება, ემოციურ დონეზეა გადაწყვეტილი თუ რაიმე სამედიცინო მიზეზები აქვს.

გამუდმებით მიმდინარეობს ზეწოლა ქალებზე, რომ მათ აუცილებლად უნდა ჰყავდეთ შვილები, უნდა იყვნენ დედები და თუ სხვაგვარად ხდება, ქალები გამოუსადეგარ ნივთებად წარმოუდგენიათ.

შეიძლება ჩემი დანიშნულება გამრავლება სულაც არაა, იქნებ სულ სხვა რამის გაკეთება მინდა? ეს მათთვის წარმოუდგენელია, – განაცხადა ჯენიფერმა.

მანამდე ხშირად იწერებოდა სტატიები, რომ ჯენიფერი ორსულად იყო, პაპარაცები მის ფოტოებს აქვეყნებდნენ, სადაც მსახიობი წონაში მომატებული გახლდათ. მაშინ ჯენიფერმა მათ ასე უპასუხა:

,,მე არ ვარ ოსრულად და აღშფოთებული ვარ  ჩემი ხსეულის განხილვით. უკვე აუტანელი გახდა აგრესიული პაპარაცების გაძლება.

ჩემი ფოტოები, რომლებიც მედიაში მოხვდა, უბრალოდ ასახავს, როგორია ქალის სხეული სინამდვილეში. პოპულარული ადამიანების ფოტოებს ჩვენ რეიტინგებისთვის ვიყენებთ. “ორსულადაა”? “ნუთუ წონაში მოიმატა?” “როგორ მისცა თავს უფლება, ქუჩაში ამ ფორმაში გამოსულიყო?” “მისი ქორწინება ნგრევის პირასაა, მან ხომ წონაში მოიმატა?” და ასე გრძელდება დაუსრულებლად.

ესაა ქალის ღირებულებების დამანგრეველი სისტემა. ამ ფაქტმა დამანახა, როგორ ფასდება ქალის სილამაზე და დედის  სტატუსი. მედია ცდილობს, დაამტკიცოს, ვარ თუ არა ოსრულად და ხაზი გაუსვას, რომ უშვილო ქალები არასრულფასოვნები არიან. სხვათა შორის, ჩემი პირადი ცხოვრების მიღმა ხდება უამრავი მოვლენა, რომელიც ბევრად დიდ ყურადღებას იმსახურებს. მასიური სროლები, ხანძრები, არჩევნები. იქნებ „ჟურნალისტებმა“ ამასაც მიაქციოთ ყურადღება?!

კი, მე შესაძლოა ოდესმე გავხდე დედა, მაგრამ პირველი, ვისგანაც ამ ამბავს გაიგებთ, ეს მე ვიქნები. ამიტომ ნუ ჩათვლით, რომ ჰამბურგერის ჭამის გამო წონის მატება საკმარისია, რომ ახალი ამბების მთავარ თემად აქციოთ ჩემი ორსულობა”.