რატი დურგლიშვილი: ,,ამერიკაში ცრემლები მადგებოდა”

რატი დურგლიშვილი: ,,ამერიკაში ცრემლები მადგებოდა"მომღერალმა რატი დურგლიშვილმა ბოლო ხუთი თვე ლოს ანჯელესში გაატარა. ის თავის ამერიკულ ცხოვრებაზე ,,ფორტუნასთან” საუბრობს.

რატი დურგლიშვილი:

-აშშ-ში აუდიოპროდიუსერის ფაკულტეტზე ვგეგმავ ჩაბარებას ლოს ანჯელესის ერთ-ერთ პრესტიჟულ მუსიკალურ სასწავლებელში. უკვე ვიყავი და პირობებიც გავიგე. არის წელიწადნახევრიანი და სამწლიანი კურსები. მაინტერესებდა, რა განსხვავება იყო მათ შორის და ამიხსნეს, რომ ყველაფერი ინდივიდუალურია, ვინ როგორ დაძლევს შეთავაზებულ პროგრამას. ჯერჯერობით ვფიქრობ წასვლაზე, არ გადამიწყვეტია.
-ხუთი თვე ლოს ანჯელესში რას აკეთებდი?

-სხვათა შორის, არ არის დიდი დრო. დავრწმუნდი, რომ მეგაპოლისები დიდად არ მიყვარს და მაშინებს. მეოთხე თვეს ავუწყვე ფეხი იქაურ ცხოვრებას და ბევრი რამ დავგეგმე ამ დროში და რატი დურგლიშვილი: ,,ამერიკაში ცრემლები მადგებოდა"მოავსწარი, ბევრიც ვერ მოვასწარი. საკმაოდ რთულია იქ თავის დამკვიდრება. ზოგადად, მოგზაურობა, ახალი ხალხის და კულტურის გაცნობა ძალიან მიყვარს, მაგრამ ბოლომდე დათვლიერება ვერ მოვასწარი. დრო უფრო სწრაფად გარბის, ვიდრე საქართველოში. რამდენიმე საათი გჭირდება, ერთი ადგილიდან მეორემდე რომ მიაღწიო. თანაც ძალიან მომენატრა საქართველო, დღეებს ვითვლიდი, სანამ ჩამოვიდოდი და ახლახან რომ დავბრუნდი, ძალიან ბედნიერი ვარ, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ვნახულობ, ჯერ აკლიმატიზაციის პერიოდს გავდივარ.
-საქმიანი კუთხით რაიმე შეთავაზება ხომ არ გქონდა?

-„კაპიტალ რეკორდსთან“ მოლაპარაკებები მქონდა, მაინტერესებდა მათი პირობები. გარდა ამისა, მინდოდა იმავე გუნდთან მემუშავა, რომელმაც ჩემი ორი წინა კლიპი გადაიღო, მაგრამ მომიბოდიშეს, ძალიან დაკავებულები იყვნენ. „ბექ სთრით ბოისის“ ახალ პროექტზე მუშაობდნენ, სხვათა შორის, ზუსტად ის გოგო გადაიღეს, რომელიც ჩემს კლიპშია.

რატი დურგლიშვილი: ,,ამერიკაში ცრემლები მადგებოდა"ახალი ჯგუფი გავიცანი და უამრავი კონტაქტი დავამყარე, რომელიც შემდგომში ძალიან დამჭირდება. მაქვს გეგმები და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჯერ ამაზე არ ვფიქრობ, რადგან ახალი ჩამოსული ვარ. ზოგადად, სხვა ქვეყანაში მუშაობას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, სიმღერაზე – რამდენიმე თვე, ხოლო კლიპზე კიდევ რამდენიმე თვე და ფაქტობროვად, ერთი ასეთი პროექტის გაკეთებას შესაძლოა, ერთი წელიწადიც კი დასჭირდეს. იქ სრულიად სხვა, პროფესიონალური მიდგომები აქვთ და უპირატესობა ხარისხს ენიჭება.

ვფიქრობ, ბევრი ისეთი რამ გავიგე, რასაც ჩემს ქვეყანაში მაქსიმალურად გამოვიყენებ. დავდიოდი კლუბებში, კონცერტებზე, დიჯეების სეტებზე, სხვათა შორის, ყველა მათგანი საქართველოშია ნამყოფი (იღიმის) და ვნახულობდი, როგორი ხარისხით კეთდებოდა ყველაფერი. ცრემლები მადგებოდა, იმდენად დიდ სიამოვნებას ვიღებდი ლაივპერფორმანსების დროს. მინდოდა, კოაჩელას ფესტივცალზე დასწრება, მაგრამ ბილეთების აღება დაგვიანებული აღმოჩნდა.

ახლა ჩემი მეგობრები ლას ვეგასში მიდიან გრანდიოზულ შოუზე, სადაც ვარსკვლავები გამოდიან, ოქტომბერშია და იმედი მაქვს, მეც გავემგზავრები, რადგან ამის ძალიან დიდი სურვილი მაქვს.

ფორტუნა ჯი