მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი გარდაცვლილი დოლიძის ქუჩაზე იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა.
“არტნიუსს” მსახიობის გარდაცვალების ფაქტი შსს-ში დაუდასტურეს და გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსახიობი მისმა მეგობარმა დოლიძის 16 ნომერში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში იპოვა.