მიხეილ სააკაშვილი: ,,სალომე ზურაბიშვილი რუსეთის აგენტია”

მიხეილ სააკაშვილი: ,,სალომე ზურაბიშვილი რუსეთის აგენტია"აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი  ვიდეომიმართვას ავრცელებს.

-რუსეთი ავრცელებს რამდენიმე პროპაგანდისტულ მითს, რომელსაც ავრცელებენ ივანიშვილი და რუსეთის სხვა აგენტები საქართველოში, მაგალითად, სალომე ზურაბიშვილი. კერძოდ, რომ საქართველომ დაიწყო ომი.

როგორ შეიძლება, ჩვენ დაგვეწყო ომი ჩვენს ტერიტორიაზე. წარმატების მოკვლა მაშინაც იყო და ახლაც არის მთავარი ამოცანა და ნაწილობრივ მათ ეს შეასრულეს ივანიშვილთან და იმ ჯგუფთან ერთად, რომელიც ახლა მოასკუპდა საქართველოს ხელისუფლებას. ივანიშვილმა არამხოლოდ მოხსნა საქართველოს საერთაშორისო განხილვის თემა დღის წესრიგიდან, არამედ საერთოდ აღარ ახსენებს იმ ხელშეკრულებას, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ სარკოზის შუამავლობით, რომლის თანახმადაც, რუსეთმა აიღო ვალდებულება, გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.

ივანიშვილი აყენებს საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილს, ადამიანს, რომელმაც დაადანაშაულა საქართველო ზუსტად გრაჩოვის სტილში, რომ ჩვენ თვითონ დავბომბეთ წითელუბანი.

მიდის რუსული თამაში და საბოოლოოდ უნდა ჩააბეტონონ 2008 წლის აგრესიის შედეგები. საქართველო აუცილებლად გაძლიერდება და იქნება წარმატებული. ეს არის ჩვენი მოვალეობა გიორგი ანწუხელიძის და სხვა გმირების წინაშე, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მოამზადა ნიუპოსტმა