,,ლორა სმიტს სახე სისხლიანი ჰქონდა” – მალხაზ კობაურის სკანდალური ჩვენება

,,ლორა სმიტს სახე სისხლიანი ჰქონდა" - მალხაზ კობაურის სკანდალური ჩვენებასმი­ტე­ბის ოჯა­ხის სამი წევ­რის, მათ შო­რის მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მწყემ­სი მალ­ხაზ კო­ბა­უ­რი მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ახალ ვერ­სი­ა­ზე სა­უბ­რობს. თავ­და­პირ­ვე­ლად და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი 2 პი­რის ნაც­ვლად, მალ­ხაზ კო­ბა­უ­რი ახლა 7 პი­რის შე­სა­ხებ ალა­პა­რაკ­და, რო­მე­ლიც, მისი მტკი­ცე­ბით, მკვლე­ლო­ბის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ კო­ბა­უ­რის ად­ვო­კატ­მა ლექ­სო კო­ბა­ი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მისი თან­დას­წრე­ბით მხო­ლოდ რა­ი­ან სმი­ტი და ბავ­შვი მოკ­ლეს.

-ვბა­ნა­ობ­დი, რო­დე­საც უც­ნო­ბი პი­რე­ბი მო­ვიდ­ნენ და წყლი­დან ამოს­ვლა მომ­თხო­ვე­სო. ჩემი თოფი აი­ღეს და მი­თხრეს, ხმა არ ამო­ი­ღოო. მი­მიყ­ვა­ნეს ამე­რი­კე­ლე­ბის ოჯახ­თან, სა­დაც მცი­რე სა­უ­ბა­რი შედ­გა მათ შო­რი­სო. მე თავი მქონ­და დახ­რი­ლი და ამ სა­უ­ბარ­ში ვერ ჩა­ვე­რე­ო­დიო.

მერე და­ი­წყო ერთ-ერთ პირ­სა და რა­ი­ან სმიტს შო­რის ძიძ­გი­ლა­ო­ბა, რო­დე­საც მე­ო­რე პირ­მა ჩემი თო­ფი­დან ორ­ჯერ ეს­რო­ლა მასო. მერე ჰკი­თხეს, ჰქონ­და თუ არა ტყვი­ე­ბი, რა­ზეც მალ­ხაზს უთ­ქვამს, რომ სახ­ლში ჰქონ­და. ჩა­მო­ა­ტა­ნი­ნეს ტყვი­ე­ბი, რის შემ­დე­გაც ბავ­შვიც მოკ­ლეს ად­გილ­ზე­ვე. შემ­დეგ კი ქალი წა­იყ­ვა­ნეს სხვა­გან. კო­ბა­უ­რი ამ­ბობს, რომ მისი თან­დას­წრე­ბით მეტი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა. მას ტე­ლე­ფო­ნი და­უბ­რუ­ნეს და გა­მო­უშ­ვეს, – გა­ნა­ცხა­და ლექ­სო კო­ბა­ი­ძემ.

ამას­თან, ად­ვო­კა­ტი ბრალ­დე­ბულ­ზე დაყ­რდნო­ბით ამ­ბობს, რომ ერთ-ერთ პირს თა­ვად მალ­ხაზ კო­ბა­უ­რის მოკ­ვლაც სურ­და, თუმ­ცა „მე­ო­რე პირ­მა ამა­ში გა­და­არ­წმუ­ნა“.

ამას­თან, ბრალ­დე­ბუ­ლი ლორა სმი­ტის მკვლე­ლო­ბის დრო­ი­სა და სა­ტე­ლე­ფო­ნო ან­ძე­ბით იმ მო­მენ­ტში მისი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის დად­გე­ნას ითხოვს. რო­გორც ად­ვო­კა­ტი ლექ­სო კო­ბა­ი­ძე აცხა­დებს, ამით დად­გინ­დე­ბა, რომ ლორა სმი­ტის მკვლე­ლო­ბის მო­მენ­ტში ის შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე არ იმ­ყო­ფე­ბო­და. კო­ბა­ი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­ბა­ურ­მა ნახა კი­დე­ვაც, რომ ლორა სმი­ტი ცო­ცხა­ლი იყო.

-გა­მო­ძი­ე­ბა ამ­ტკი­ცებს, რომ ქა­ლიც მისი მოკ­ლუ­ლია. თა­ვად ითხოვს დად­გე­ნას, რო­დი­საა მოკ­ლუ­ლი ქალი და ამის შემ­დეგ და­ად­გი­ნონ სა­ტე­ლე­ფო­ნო ან­ძე­ბით მისი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა. ამით დად­გინ­დე­ბა, რომ რო­დე­საც ნამ­დვილ­მა მკვლე­ლებ­მა მას ტე­ლე­ფო­ნი და­უბ­რუ­ნეს და ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბა მოს­თხო­ვეს, ქალი ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი იყო. თვი­თონ ამ­ბობს, რომ რო­დე­საც ის ტე­რი­ტო­რი­ი­დან წა­მო­ვი­და, ქალი ცო­ცხა­ლი იყო, და­ვი­ნა­ხე, რომ სახე სის­ხლი­ა­ნი ჰქონ­დაო, – გა­ნა­ცხა­და ლექ­სო კო­ბა­ი­ძემ.

ამას­თან, ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­ბა­უ­რი ამ დრომ­დე ფსი­ქი­კურ-ფსი­გო­ლო­გი­ურ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე რჩე­ბა. კო­ბა­ი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულს გა­მოკ­ვლე­ვე­ბი სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბის მო­თხოვ­ნით უტარ­დე­ბა. ად­ვო­კა­ტი რა­ი­მე ფსი­ქი­კუ­რი ნაკ­ლის დად­გე­ნას გა­მო­რი­ცხავს.
ინტერპრესინიუსი