ზლატკო დალიჩი: ,,საქართველოსთვის ეს არის სიგნალი”

ზლატკო დალიჩი: ,,საქართველოსთვის ეს არის სიგნალი"ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთთან (2:4) წაგების შემდეგ საქართველოც ახსენა.

ქართველი ჟურნალისტის, ოთარ გიორგაძის ერთ-ერთ კითხვას დალიჩმა უპასუხა.

-ჩვენს ავტობუსზე ასეთი დევიზია – პატარა ქვეყანა, დიდი ოცნებებით. წარმატების უნდა გვჯეროდეს. ეს არის სიგნალი ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორც ხორვატიაა. ასევე, საქართველოსთვის. უნდა გაგაჩნდეთ ოცნება და ამბიცია, რომელსაც არასდროს დათმობთ და ბოლომდე მიჰყვებით. მე ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებითა და ქვეყნით, – უთხრა ქართველ ჟურნალისტს დალიჩმა.

ჩემპიონატ.კომ